LBD - Little Black Dress
"Luxury must be comfortable, otherwise it is not luxury" - Coco Chanelამ თრენდის დამკვიდრებას არაჩვეულებრივ კოკო შანელს უნდა ვუმადლოდეთ. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული შანელის წყალობით პატარა შავი კაბა ყველა ქალბატონის Must-Have გახდა.
რატომ პატარა შავი კაბა?
- ის არასოდესაა ერთფეროვანი, ყველა ფორმისა და ზომის შავ კაბას იშოვით თქვენი გემოვნებისთვის.
- შავი ფერი უფრო გამხდარსაც გამოგაჩენთ. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს წონას, ის ყველა ქალს უხდება.
- ის ყველა სიტუაციას ერგება (რა თქმა უნდა, სიგრძის და დიზაინის გათვალისწინებით).
- თქვენ შეგიძლიათ დაკრძალვიდან დაწყებული, წვეულებით დამთავრებული ყველგან ჩაიცვათ ის და გამოცვლაც არ მოგიწიოთ.
- შეგიძლიათ ჩაიცვათ შავ წინდებთან, დაბალ ფეხსაცმელთან და მოსაცმელთან.
- ასეთი სადა ფერის კაბის გამო თქვენ შეგიძლიათ აქცენტი გააკეთოთ თვალის მაკიაჟზე, ეხტრავაგანტულ აქსესუარებზე, ლამაზ ფეხსაცმელზე ან ქამარზე.
- შეგიძლიათ გეცვათ ერთი და იგივე კაბა მთელი კვირის განმავლობაში და თქვენი ფანტაზიის დახმარებით ყოვედღე სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდეთ.
- შეგიძლიათ 10 შავი კაბა გქონდეთ გარდერობში და ეს სულაც არ იმეტყველებს თქვენს უგემოვნობაზე
- არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გადაიხადეთ ამ კაბაში, შავი კაბა ყოველთვის კლასიკურ და დახვეწილ სტილს შეგინარჩუნებთ.
- შავი კაბა შეიძება იყოს ელეგანტური, სექსუალური, თავისუფალი და ა.შ. რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი სურვილისამებრ იბრწყინოთ საზოგადოებაში ან პირიქით შეუმჩნეველი გახდეთ.
- და ბოლოს, თქვენ არასოდეს დაგენანებათ ფული პატარა შავ კაბაში, რადგან იცით, რომ ეს ინვესტიცია ნამდვილად ღირს... ის ხომ მოდიდან არასოდეს გადავა...
ცნობილი შავი კაბები
ოდრი ჰეპბერნი "საბრინაში" |
ოდრი ჰეპბერნი ჟივენშის კაბაში მხატვრული ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან" |
ქეროლაინ ჯოუნსი ფილმიდან "ადამსების ოჯახი" |
პრინცესა დიანა ჯონ ტრავოლტასთან ერთად თეთრ სახლში |
LBD-ში გამოწყობილი გოგონები Street Style ბლოგერებისთვისაც საინტერესო ფოტომასალაა
ეს უბრალო და ამასთანავე დახვეწილი თრენდი მოდის კლასიკად იქცა. კითხვაზე "დღეს რა ჩავიცვა?" ყოველთვის გაგვცემს პასუხს:" რა თქმა უნდა პატარა შავი კაბა ლამაზი აქსესუარებით."
No comments:
Post a Comment