Tuesday, July 10, 2012

ნახევრად შეღებილი თმა

 ამ ბოლო დროს ეს ტენდენცია საკმაოდ აქტუალური გახდა. თუ ახალგაზრდა, მხიარული და თამამი ექსპერიმენტების მოყვარული ხარ ეს ტენდენცია სწორედ შენთვისაა. საკმაოდ ბევრი ადამიანი აიტაცა ამ ექსპერიმენტის საკუთარ თავზე ჩატარების სურვილმა და ცნობილი ადამიანებით დაწყებული, თინეიჯერებით დამთავრებული ძალიან ბევრმა ადამიანმა სცადა თმის ასე შეღებვა.


 ამ ვარცხნილობის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თმის ძირებიდან მოყოლებული თმის 2/3 ერთი ფერისაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხვა ფერის. შეგიძლიათ თმის ბოლოებზე გაიკეთოთ როგორც მელირება, ასევე მთლიანად შეიღებოთ ისინი.


 ზოგი თმის ძირების ერთ ფერში შეღებვას არჩევს, ზოგი კი ე.წ ცისარტყელის ეფექტს ამჯობინებს.. :)


როგორ მივაღწიოთ ასეთ შედეგს სახლის პირობებში?

  თუკი მოიხიბლეთ ამ ტენდენციით, მაშინ დროა სასურველი საღებავ(ებ)ი შეიძინოთ და საქმეს შეუდგეთ.
  დაგჭირდებათ თმის შესაღები ჯაგრისი, ფოლგა და რაიმე სახის დამცავი, რომ ტანსაცმელიც არ შემოგეღებოთ.
  როდესაც გადაწყვეტთ როგორი სტილის და ფერის თმა გინდათ საქმეს შეუდექით. დაყავით თმა სექციებად და შეიღებეთ, თუ მთლიანად იღებავთ თმას - არ გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ მელირებას გადაწყვეტთ, ეცადეთ თმა ძალიან დიდ სექციებად არ დაყოთ და ისე შეღებოთ. ორივე შემთხვევაში თმის შეღებილ ნაწილზე შემოიხვიეთ ფოლგა და გაიჩერეთ მანამ, სანამ ჩამობანის დრო არ მოვა. თავი უკან გადაწიეთ და თმა ისე დაიბანეთ, რომ საღებავი თმის შეუღებავ ნაწილსაც არ მოხვდეს. თმა ბუნებრივად გაიშრეთ, უმჯობესია, თუ ტალღოვან ეფექტს მისცემთ.
  ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ თქვენი თმა მზადაა, ამ ლამაზი გრადაციით თავს მთელ ქალაქში მოიწონებთ. თუ გინდათ, რომ თქვენი ასეთი ფერის თმა ზაფხულის დასრულებასთან ერთად გაქრეს, მაშინ დროებითი საღებავებით შეიღებეთ, შემოდგომაზე კი ისევ ჩვეულებრივი თმებით დაბრუნდებით კურორტებიდან.
  

 თქვენი იდეებისთვის!








No comments:

Post a Comment