Thursday, July 5, 2012

Maybelline HAUL! BB Cream+Mascara+LIpstick

 ცოტა არ იყოს და დამიგვიანდა ახალი პოსტის დაწერა, მაგრამ დიდი ხანია მინდოდა თქვენთვის BB კრემის შესახებ მეამბო (როგორც ჩემი გამოცდილებით გაირკვა, კოსმეტიკის დახლთან მომუშავე გოგონების უმრავლესობას არც კი გაუგია რამე ამ პროდუქტზე), თუმცა სანამ არ ვიყიდდი ეს ვერ მოხერხდებოდა და მეც სხვადასხვა ადგილას ვეძებდი მას, სადაც ჩემს შეკითხვაზე "BB cream გაქვთ?" ასეთ პასუხებს ვღებულობდი:" Baby Cream? კი, როგორ არ გვაქვს.."


 მომსახურე პერსონალის "პროფესიონალიზმით" აღფრთოვანებულმა ბევრი ვიარე, თუ - ცოტა, საბოლოოდ BB კრემს Maybelline-ს ერთ-ერთ დახლთან მივაგენი, სადაც კონსულტანდი საკმაოდ კომუნიკაბელური და საკუთარ საქმეში გათვითცნობიერებული გოგონა აღმოჩნდა, მან BB კრემიც მონდომებით შემარჩევინა, Falsies Mascara-ც და საჩუქრად პომადაც მივიღე.. :) ახლა კი სიამოვნებით მოგახსენებთ, როგორი კმაყოფილი ვარ ამ სამი პროდუქტით..

Maybelline Dream Fresh BB Cream 8 in 1

 BB Cream - Blemish Balm, Blemish Base დანარჩენი სამყაროსთვის ძირითადად აზიიდან გახდა ცნობილი, თუმცა BB კრემის ფორმულა 1950 გერმანიაში გამოიგონეს და მოიხმარებოდა ლაზერული ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ კანის დასაცავად და დეფექტებსაც მსუბუქად ფარავდა. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ეს პროდუქტი 1980 წლიდან გახდა ცნობილი და მას შემდეგ BB კრემს "კორეელი მსახიობების საიდუმლოს" უწოდებდნენ. ეს კოსმეტიკური საშუალება ერთდროულად არის:

 დამატენიანებელი, 
 პრაიმერი, 
 მაკიაჟის ბაზა,
 მზისგან დამცავი.
ამ "თვისებების" შემდეგ გასაკვირი არაა, რომ BB კრემს აზიური კოსმეტიკური ბაზრის 13% უჭირავს.



 Maybelline-ს BB კრემის განხილვებში ბევრი უარყოფითი აზრი წავიკითხე, ოღონდ მას შემდეგ, რაც მე თვითონ ვიყიდე, თორემ მათი შემხედვარე ალბათ არც ვიყიდიდი.. :)) ამ BB კრემის სერიას სხვადასხვა ფერის კანისთვის სხვადასხვა ტონალობის კრემი აქვს. ეს კრემი გვპირდება:
1) დეფექტების დაფარვას
2) კანის ბრწყინვალებას
3) კანის სიგლუვეს
4) კანის ტონალობასთან შერწყმას
5) დატენიანებას დღის განმავლობაში
6) სისუფთავის შეგრძნებას
7) მზის უარყოფითი გამოსხივებისგან დაცვას (SPF 30)
8) და ბოლოს, არ ხდის კანს ცხიმიანს

 მომხმარებლები წუწუნებდნენ, რომ ამ კრემის მოქმედება ძალიან სუსტია, თუმცა ტონალურ კრემთან შედარებით ეს ასეც უნდა იყოს, BB კრემი გაცილებით მსუბუქია, რაც ჩემი აზრით ზაფხულისთის იდეალური ვარიანტია. რაც შეეხება დეფექტების დაფარვას, თუ თქვენი კანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ჩემი აზრით, სჯობს კონსილერიც მიახმაროთ. ჩემი კანის ფერს ძალიან კარგად შეერწყა ეს კრემი და კანიც უფრო გლუვი გამომიჩინა. მე ამ კრემს ზაფხულისთვის ნამდვილად გირჩევდით. შესაძლოა მისი მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ მისით. არ მიტოვებს სიმძიმის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში, განსხვავებით ტონალური კრემისგან, რადგან BB კრემის ფაქტურა გაცილებით მსუბუქი და სასიამოვნოა.. :) მოკლედ, გადაწყვეტილება თქვენზეა და ვინც შეიძენთ, იმედია კმაყოფილი დარჩებით.. კინაღამ დამავიწყდა, ფასი 14 ლარი.. :) ძვირი ნამდვილად არაა კარგი შედეგისთვის.. :)


Maybelline The Falcies Volum Express Mascara


 
 
  ეს პროდუქტიც ფასთან შედარებით ნამდვილად კარგ სამუშაოს ასრულებს. თქვენს წამწამებს "ფრთებივით შლის" და ამასთანავე მოცულობასაც ანიჭებს, მოკლედ შედარებით იაფასიან საშუალებებში, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა.. ფასი 13 ლარი.. 







Maybelline Lipstick

  პომადა საჩუქრად მერგო და ფერიც თვითონ ავარჩიე 612 Peach Pearl Diamonds. როგორც სახელის მიხედვით მიხვდით, ეს პომადა მსუბუქი ატმისფერია ბზინავი ელემენტებით. ჩემი აზრით, ეს ფერი გარუჯულ სახეს ნამდვილად მოუხდება, თან მშრალი ფაქტურა არ აქვს და ტუჩებსაც დაგიატენიანებთ. სხვათა შორის, ამ პომადას ძალიან კარგი სუნიც აქვს.. :) საბავშვო საღეჭ რეზინს მოგაგონებთ.. :)


 იმედია მოსაწყენი არ ყოფილა ჩემი პირველი HAUL POST. შევეცდები მსგავსი განხილვები მომავალშიც შემოგთავაზოთ.. დროებით! :*

2 comments:

  1. misamarti shegizlia dawero sad iyide?

    ReplyDelete
    Replies
    1. Goodwill-ში ვიყიდე, მე პირადად.. :)

      Delete