Thursday, July 26, 2012

უსახელო პოსტი

 "Happiness Lies In The Joy Of Achievement and the thrill of creative effort." - Franklin D. Roosevelt


 
  ...კონფუცი ამბობდა, რომ ბედნიერება ის მდგომარეობაა, როდესაც შენი ფიქრები, სიტყვები და საქციელი ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაშია...


 ბედნიერება - ეს ნიშნავს შექმნა იდილია საკუთარ თავთან.
 ბედნიერება - ეს არის გაგაჩნდეს მცირე... და მცირე იყოს უდიდესი...
 ბედნიერება - ეს არის ახელდე თვალებს ყოველ დილით და იცოდე, რომ შენი არსებობა საჭიროა...
 ბედნიერება - ეს არის როცა, გინდა, ცდილობ და აღწევ...
 ბედნიერება - ეს არის გამარჯვება საკუთარ შიშზე...
 ბედნიერება - ეს არის იცოდე, პრობლემის არამარტო მიზეზი, არამედ გადაჭრის გზაც...
 ბედნიერება - ეს არის დახუჭო თვალები და უბრალოდ შეძლო...
 ბედნიერება - ეს არის წვრილმანებით დაუმტკიცო საკუთარ თავს სიძლიერე...
 ბედნიერება - ეს არის გიყვარდეს, უყვარდე და აფასებდე...
 ბედნიერება - ეს არის ტკბილი მოგონება და უკეთესის იმედი...
 ბედნიერება - ეს არის გინდოდეს მეტი, მაგრამ კმაყოფილი იყო მიღწეულით...
 ბედნიერება - ეს არის მზე... და მთვარე... და ცა...
 ბედნიერება - ეს არის "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"...

 ბედნიერება - ეს არის საკუთარ თავთან ჭიდილი...
 ბედნიერება - ეს არის საკუთარ თავთან გამარჯვება...



Sunday, July 22, 2012

ვფიქრობ, რომ ესეც კარგია ♥

 დილით ლოგინიდან წამომხტარი სწრაფად მოვემზადები, ვისაუზმებ, ან ვერ მოვასწრებ და სწრაფად გავეშურები უნივერსიტეტისკენ, რომელშიც მაინც ვერასოდეს დავაგვიანებ. გზაში დამაინტერესებს, რაზე დარდობენ ან არ დარდობენ ეს ადამიანები, საით მიეჩქარებათ და იმასაც მივხვდები, რომ ისინი, ჩემთვის სრულიად უცხოები, სხვებისთვის კარგად ნაცნობი და უახლოესი ადამიანები არიან და მივხვდები, რომ ეს ძალიან კარგია...
 მეორე სამარშუტო ტაქსიში ასულს, მძღოლი ერთ ცალ კანფეტს მომაწვდის, მე გამეღიმება და ვიფიქრებ, რომ ესეც კარგია... შემდეგ სხვა მგზავრებსთანაც იგივე განმეორდება, ერთთან, მეორესთან მესამესთან და მე ვხვდები, რომ ეს უფრო კარგია... ცნობისმოყვარე მგზავრის შეკითხვას მძღოლი ასეთ პასუხს გასცემს:" ხალხი დილიდანვე დაღვრემილი ამოდიოდა "მარშუტკაში", ხო და ერთხელაც გადავწყვიტე კანფეტები მეყიდა და ყველასთვის დამერიგებინა, მოულოდნელობისგან ხალხს ეღიმება და მეც კარგ ხასიათზე ვდგები. სახლი მე არ მაქვს და კარი, ფულს კანფეტებში მაინც დავხარჯავო." მე სევდიანად მეღიმება, მაგრამ ვხვდები, რომ ასეთი ადამიანების არსებობა ძალიან კარგია...
 ...იყო მასწავლებელი, რომელმაც უფრო მეტი მასწავლა ვიდრე სასკოლო საგანი. რომელმაც 12 წლიანი ცოლქმრობის გამოცდილების შემდეგ მითხრა: მე დღემდე შემიძლია საკუთარ ქმართან ხელჩაკიდებულმა ქუჩაში ვიარო, დღემდე შემიძლია მთელი დღე მასთან ერთად ოთახში ვიყო ჩაკეტილი და გაუჩერებლად ვესაუბროო. და მე მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა...
 მივალ უნივერსიტეტში, რომელში მოხვედრაც ჩემი უდიდესი სურვილი იყო, გამახსენდება აბიტურიენტობა, ამაყად გავივლი დერეფნებში და ვიცი, რომ ყველაფერი კარგადაა...
 საღამო ხანს, როცა საყვარელ ადამიანს ხელს ჩავკიდებ, მის თვალებს და ღიმილს დავინახავ, მაშინაც ვიცი, რომ ყველაფერი კარგადაა... და როცა ერთად გავიცინებთ, მაშინ კი ვხვდები, რომ ეს უკვე კარგზე მეტია...
 როცა რაიმე პრობლემით დაღლილი მეგობარს დავურეკავ და მისი ხმის გაგონებაც კი მეხმარება, ესეც კარგია...
 როცა გგონია, რომ ყველაფერი მთავრდება და მერე ისევ ახლიდან იწყება, ესეც კარგია...
 როცა ძილის წინ მძინარე ძმას შუბლზე აკოცებ და დედას მეორე ოთახში გასძახებ ძილინებისაო, ესეც კარგია...
 როცა ძილის წინ მუზა მოგაწვება და დასაწერად წამოგაგდებს ესეც ხომ ძალიან კარგია...
 როცა იცი, რომ გრძნობ ანუ არსებობ, ეს ხომ ძალიან, ძალიან კარგია...


Saturday, July 21, 2012

5 რჩევა პირველი პაემნისთვის ♥

 პირველ პაემანზე ყველა გოგონა ნერვიულობს, მაგრამ ემოციები როგორღაც უნდა შეიკავოთ. პირველ პაემანს შესაძლოა მეორე აღარც კი მოყვეს, ეს რომ ასე არ მოხდეს  და რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინება მოგიწევთ.


 #1: ეცადეთ გამოიყურებოდეთ ლამაზად და არა - ვულგარულად. პირველივე პაემანზე წითელი პომადა და Smokey Eyes ნამდვილად გადაჭარბებაა. ეცადეთ მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთოთ და ლამაზი კაბა ჩაიცვათ. ჩააქსოვეთ თქვენი შრომა იმაში, რომ გამოიყურებოდეთ რაც შეიძლება ბუნებრივად.. სადა კაბა ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა ამ დროს, თუ, რა თქმა უნდა, პირველ პაემანზევე სპორტული აქტივობებით დაკავებას არ აპირებთ.



 #2: სასურველია, პირველი შეხვედრა ისე დაგეგმოთ, რომ ერთმანეთთან საუბარი და ერთმანეთის უკეთ გაცნობა მოახერხოთ. მართალია, კინოში წასვლა ბანალურად ჯღერს და თანაც ფილმის დროს ერთმანეთს ვერ დაელაპარაკებით, მაგრამ სეანსის შემდეგ შეგიძლიათ ერთად ივახშმოთ და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიაროთ, ასე რომ სასაუბრო თემის ძებნა აღარ მოგიწევთ.. :)


 #3: მართალია, პირველ პაემანზე ერთმანეთს თავიანთ მნიშვნელოვან საიდუმლოს არავინ უყვება, მაგრამ ეცადეთ იყოთ გულახდილი, არ მოიგონოთ შთამბეჭდავი ისტორიები თქვენს შესახებ და პარტნიორს არ წარმოუჩინოთ თავი ისეთი, როგორიც არ ხართ, იმის შიშით რომ მეორე პაემანი აღარ იქნება. თუკი ამ ადამიანთან გრძელვადიანი ურთიერთობა გინდათ, სჯობს თავიდანვე აჩვენოთ თქვენი ბუნებრივი თვისებები, ვიდრე შემდგომში გაუცრუოთ იმედები.




 #4: ეცადეთ გამოამჟღავნოთ კრეატიულობა და მხოლოდ თქვენი პარტნიორის საზრუნავი არ იყოს, თუ სად წახვალთ და რას გააკეთებთ. თუ ამას პირველივე პაემანზე ვერ შეძლებთ, გამოიყენეთ შანსი, გაიგეთ მის შესახებ მეტი და შემდეგი შეხვედრა თქვენ დაგეგმეთ.



 #5: და ბოლოს, პაემნის შემდეგ არ დაელოდოთ, როდის მოგწერთ ან დაგირეკავთ. შეგიძლიათ მოკლე მესიჯით უბრალოდ მადლობა გადაუხადოთ ლამაზი საღამოსთვის.


 სულ ეს იყო, რისი რჩევაც მინდოდა.. დანარჩენი კი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული! :) წარმატებებს გისურვებთ.. 

Friday, July 20, 2012

პატარა ხრიკები.. ♥ ახალი რუბრიკა

 დღეიდან ჩემს ბლოგზე ახალ რუბრიკას შემოგთავაზებთ. გაგიზიარებთ ჩემს საყვარელ ხრიკებს მაკიაჟთან და თავის მოვლასთან დაკავშირებით. "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს", მაგრამ ჩემი რჩევებით შევეცდები ეს "მსხვერპლი" რაც შეიძლება პატარა იყოს.. :)  მაშ ასე:

 ხრიკი #1: ზაფხულის განმავლობაში თქვენი თმა ზიანდება მზის მავნე გამოსხივებით, ასე რომ წაისვით ცოტაოდენი თმის აღმდგენი, მკვებავი ან დამატენიანებელი ნიღაბი, როდესაც მზეზე მოგიწევთ ყოფნა, იქნება ეს აუზი თუ ზღვის სანაპირო.

 ხრიკი #2: ეცადეთ, რომ ტანისა და სახის კანის დამატენიანებელი საშუალებები შხაპის მიღების შემდეგ მაშინვე წაისვათ. ამ დროს თქვენი კანი ძალიან რბილია და ბუნებრივად დატენიანებული, რაც ხელს უწყობს ლოსიონების, კრემების და ა.შ კანში იოლად შეწოვას. დამიჯერეთ, განსხვავება საგრძნობი იქნება.

 ხრიკი #3: თუკი ტუჩები გამოგიშრათ, მკვდარი კანის მოცილებას ბუნებრივი სკრაბით გირჩევთ. ერთმანეთს შეურიეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი, თაფლი და ზეითუნის ზეთი ან ვაზელინი. მიღებული მასით დაიზილეთ ტუჩები, დაიტოვეთ 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა თქვენს ტუჩებს დაარბილებს და სისხლის მიმოქცევასაც შეუწყობს ხელს, რაც ტუჩების ფერზე დადებითად აისახება.

 ხრიკი #4: დაამზადეთ პიტნის ნაყენი, ჩაასხით ის ბოთლში, რომელიც სპრეის ფუნქციას შეასრულებს და შეისხურეთ სახეზე. ეს ნაყენი თქვენს კანს დაატენიანებს. ბონუსი: 1) ბუნებრივია და არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს; 2) იაფი და მარტივი დასამზადებელია.

 ხრიკი #5: ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი ჩემი წარბების ფორმით, რომელსაც პროფესიონალის კორექცია თითქმის არ შველოდა. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ წარბების ლამაზ ფორმაში დიდ როლს თამაშობს მათი დავარცხნაც. თვალები სულის სარკეა, წარბები კი მათი ჩარჩო, რომლებსაც ასევე დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. კოსმეტიკური ჩარევის გარდა (თვალის ფანქრით კორექცია), დაივარცხნეთ წარბები, როდესაც მაკიაჟს გაიკეთებთ და სახლიდან გასვლას დააპირებთ. თუკი სპეციალური ჯაგრისი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩემსავით პატარა დაძველებული ტუშის ჯაგრისი გარეცხოთ და ის გამოიყენოთ.

 იმედია, დაგეხმარეთ და ბევრი თქვენგანი გაითვალისწინებს ამ რჩევებს.. :) დროებით.. ♥

ELLE Magazine

Wednesday, July 18, 2012

მითხარი შენი პროფესია და გეტყვი, ვინ ხარ შენ!



პროფესიის არჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. მართალია, არჩეული პროფესიის შეცვლა ყოველთვის შეგიძლიათ, მაგრამ თუ თავიდანვე პასუხისმგებლობით მოეკიდებით ამ საქმეს, გაცილებით ბევრ დროსაც დაზოგავთ და თქვენც არ მოგიწევთ იმ საქმის (თუნდაც ცოტა დროით კეთება), რომელიც არ გიყვართ. ჩემი უახლოესი ადამიანის მაგალითზე შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ სჯობს თავიდან იფიქროთ ბევრი, ვიდრე შემდგომში მოგიწიოთ ახალ ყაიდაზე გადაწყობა.. :)


 "Choose a job you love, and you will never have to work a day in your life." - Confucius


  მართალი იყო ეს კაცი..:)  თუ იფიქრებთ ისე, რომ სამუშაომ უნდა მოგანიჭოთ სიამოვნება და თქვენს სამსახურს არ შეხედავთ, როგორც ვალდებულებას - ნამდვილად ბედნიერი ადამიანი იქნებით. დღევანდელი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ცხოვრობს სტერეოტიპებით: ფიქრობს, რომ სამსახური აუცილებლად რუტინული და მოსაბეზრებელი უნდა იყოს და დაღლასთან უნდა ასოცირდებოდეს. ფიქრობს, რომ არ შეიძლება დესერტი სადილამდე მიირთვა, ფიქრობს რომ სიდედრი აუცილებლად აუტანელი უნდა იყოს, რომ თავისი მომდევნო თაობა ყოველთვის უარესია.. :) მოკლედ, კარგად თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენი ბევრი საქციელი თუ ფიქრი სინამდვილეში ჩვენგან კი არა, სხვა ადამიანების მიერ ჩვენთვის ჩამოყალიბებული დოგმებიდან გამომდინარეობს..


 ჩვენ ხშირად ვამბობთ რაიმეზე:"ასეა და მორჩა" და არ ვუკვირდებით, რატომაა ასე. არ გვახსენდება, რომ კაცობრიობას ისეთი ადამიანები უფრო გამოადგნენ და დაამახსოვრდნენ, ვინც თქვა, რომ უნდა დავიწყებინათ ყველაფერი რაც მანამდე იყო და დაეწყოთ ახლებურად აზროვნება, შეწინააღმდეგებოდნენ არისტოტელეს, დამწვარიყვნენ კოცონზე ოღონდ ეთქვათ, რომ დედამიწა მრგვალია, გადაეტანათ კრიტიკა და დამცირება.



 იყო უმრავლესობაში, არ ნიშნავს იყო მართალი. პირიქით - პროგრესს ახლებურად მოაზროვნე ადამიანები იწვევენ, რომლებსაც კრიტიკის ქარცეცხლში უწევთ გამოვლა. ამ პოსტით მინდა, თუნდაც ერთ ადამიანსაც მაინც დავეხმარო იმაში, რომ მიყვეს თავის გულისთქმას, არ შეეშინდეს, რომ თავისი პროფესიული მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ბევრი დამარცხების გადატანა მოუწევს.

  "Pleasure in the job puts perfection in the work" - Aristotle

 ჩემი მიზანი არაა, დავწერო "5 ნაბიჯი წარმატებისკენ","10 რჩევა, რომელიც უნდ აგაითვალისწინო პროფესიის არჩევისას" ან რაიმე მსგავსი. მე უბრალოდ მინდა, დაფიქრდეთ, თუ გინდათ ექიმი გახდეთ ეს თქვენი სურვილია, თუ უბრალოდ დედ-მამა გყავთ ექიმი და მათი შემყურე სხვა პროფესიაზე არც გიფიქრიათ, მე მინდა გათავისუფლდეთ ყველას აზრისგან და მხოლოდ თქვენ გადაწყვიტოთ, რა უნდა იყოს ის საქმე, რასაც მთელი ცოხვრების განმავლობაში სიამოვნებით გააკეთებთ!




 მე თვითონ ძალიან ბევრი ვარიანტი განვიხილე და ახლა მინდა, რომ ვწერო. დავწერო იმ ყველაფერზე, რაც ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რასაც წაიკითხავენ და დღეს სრულიად სხვა განწყობით განაგრძობენ, რაც მათ სტიმულს მისცემს, რაც აგრძნობინებს, რომ სხვებსაც აქვთ მსგავსი სირთულეები თუ "სიიოლეები" ცხოვრებაში და შეიძლება ვინც წამიკითხავს, არ მოუნდეს საკუთარ ცხოვრებაში გადატრიალების შეტანა, მაგრამ მე ბედნიერი ვიქნები, თუკი თუნდაც ერთი ადამიანის, თუნდაც ერთ დღეს შევცვლი და რაც მთავარია, მკითხველთან ვიქნები გულახდილი და ყველაფერს, რასაც დავწერ, დავწერ გულწრფელად და იმ იმედით რომ ჩემი სტატია თუნდაც ამ ერთ ადამიანს სჭირდება...




Saturday, July 14, 2012

DIY თმის ნიღბები

 მეგობრის თხოვნით, დღეს მომიწევს სახლში დასამზადებელ თმის ნიღბებზე ვისაუბრო.. :) სამ მარტივად გასაკეთებელ და თანაც ეფექტურ ნიღაბს შემოგთავაზებთ..

 თუ მკვებავი ნიღაბი გჭირდებათ, აიღეთ 2 ს/კ თაფლი (სასურველია აკაციის), 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი. ეს ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და ძირებიდან გაინაწილეთ მთელ თმაზე. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა თქვენს თმას აბრეშუმივით ნაზს და ბზინვარეს გახდის.

 თმისთვის მოცულობის მისაცემად დაგჭირდებათ 1ც მწიფე ბანანი, 1ც კვერცხი, 1/2 ჭიქა უგაზო ლუდი, 1ს/კ თაფლი. დაჭყლიტეთ ბანანი, შეურიეთ კვერცხი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ლუდი, შემდეგ თაფლი და ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ. მიღებული მასა ძირებში შეიზილეთ და შემდეგ გაინაწილეთ მთელ თმაზე. გაიჩერეთ რამდენიმე საათი და ჩამოიბანეთ.
 რატომ ლუდი? ლუდს შეუძლია თმას სისქე და მოცულობა მიანიჭოს, ის ასევე შეიცავს პროტეინებს, რაც თმას აძლიერებს და ბზინავ იერს აძლევს.


 თუ დაუმორჩილებელი თმა გაქვთ, 1/2 ჭიქა თაფლი, 1/2 იოგურტი და 1 ს/კ ნუშის ზეთი ( შეგიძლიათ სხვა ზეთიც სცადოთ) ერთმანეთში აურიეთ, კარგად შეიზილეთ თმაში და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.



Wednesday, July 11, 2012

მაქმანები

 ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ტენდენცია მოდიდან არასოდეს გადავა. მაქმანებიანი ტანისამოსი ძალიან ქალური, ნაზი და დახვეწილია. ის შეგიძლიათ ჩაიცვათ როგორც წვეულებებზე, ასევე - პაემანზე, ან თუნდაც - მეგობრებთან შეხვედრის დროს..

Harper's Bazaar
 მთავარია არ გადააჭარბოთ და ასეთ ტანისამოსში პატარძალს არ დაემსგავსოთ.. :) ამისგან თავის არიდების რამდენიმე ხერხი არსებობს: პირველი - მოერიდეთ ტრადიციულ თეთრს და სხვადასხვა ფერის მაქმანებიანი ტანისამოსი შეიძინეთ. 


 მეორე - შეუხამეთ მაქმანებიან მაისურებს ან კაბებს მკაცრი სტილის მოსაცმელი ან თუნდაც კომბინიზონი. 



 მესამე - გამოიყენეთ მაქმანები მხოლოდ დეტალებში, ძალიან ორიგინალური და ამავდროულად ნაზი გადაწყვეტაა.. 




 აქვე გეტყვით, რომ წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი Must-Have მაქმანებიანი "შორტებია". იმედია თქვენთვის სასურველ მათგანს მიაგნებთ და თქვენს გადერობს კიდევ ერთ ლამაზ დეტალს შემატებთ.. დროებით..:*


 




Tuesday, July 10, 2012

ნახევრად შეღებილი თმა

 ამ ბოლო დროს ეს ტენდენცია საკმაოდ აქტუალური გახდა. თუ ახალგაზრდა, მხიარული და თამამი ექსპერიმენტების მოყვარული ხარ ეს ტენდენცია სწორედ შენთვისაა. საკმაოდ ბევრი ადამიანი აიტაცა ამ ექსპერიმენტის საკუთარ თავზე ჩატარების სურვილმა და ცნობილი ადამიანებით დაწყებული, თინეიჯერებით დამთავრებული ძალიან ბევრმა ადამიანმა სცადა თმის ასე შეღებვა.


 ამ ვარცხნილობის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თმის ძირებიდან მოყოლებული თმის 2/3 ერთი ფერისაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხვა ფერის. შეგიძლიათ თმის ბოლოებზე გაიკეთოთ როგორც მელირება, ასევე მთლიანად შეიღებოთ ისინი.


 ზოგი თმის ძირების ერთ ფერში შეღებვას არჩევს, ზოგი კი ე.წ ცისარტყელის ეფექტს ამჯობინებს.. :)


როგორ მივაღწიოთ ასეთ შედეგს სახლის პირობებში?

  თუკი მოიხიბლეთ ამ ტენდენციით, მაშინ დროა სასურველი საღებავ(ებ)ი შეიძინოთ და საქმეს შეუდგეთ.
  დაგჭირდებათ თმის შესაღები ჯაგრისი, ფოლგა და რაიმე სახის დამცავი, რომ ტანსაცმელიც არ შემოგეღებოთ.
  როდესაც გადაწყვეტთ როგორი სტილის და ფერის თმა გინდათ საქმეს შეუდექით. დაყავით თმა სექციებად და შეიღებეთ, თუ მთლიანად იღებავთ თმას - არ გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ მელირებას გადაწყვეტთ, ეცადეთ თმა ძალიან დიდ სექციებად არ დაყოთ და ისე შეღებოთ. ორივე შემთხვევაში თმის შეღებილ ნაწილზე შემოიხვიეთ ფოლგა და გაიჩერეთ მანამ, სანამ ჩამობანის დრო არ მოვა. თავი უკან გადაწიეთ და თმა ისე დაიბანეთ, რომ საღებავი თმის შეუღებავ ნაწილსაც არ მოხვდეს. თმა ბუნებრივად გაიშრეთ, უმჯობესია, თუ ტალღოვან ეფექტს მისცემთ.
  ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ თქვენი თმა მზადაა, ამ ლამაზი გრადაციით თავს მთელ ქალაქში მოიწონებთ. თუ გინდათ, რომ თქვენი ასეთი ფერის თმა ზაფხულის დასრულებასთან ერთად გაქრეს, მაშინ დროებითი საღებავებით შეიღებეთ, შემოდგომაზე კი ისევ ჩვეულებრივი თმებით დაბრუნდებით კურორტებიდან.
  

 თქვენი იდეებისთვის!








ტენდენციები - გაზაფხული/ზაფხული 2012

 მართალია გაზაფხული უკვე გავიდა, მაგრამ ეს ტენდენციები ორივე სეზონზე აქტუალურია. რა უნდა ჩავიცვათ, რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ? ამ კითხვაზე პასუხს ამ პოსტში მოგახსენებთ, თუმცა ვიტყვი, რომ მოდა არის ის, რაც თქვენ გიხდებათ და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ, ახალი ტენდენციების უაზროდ ატაცება არ ღირს.. წაიკითხეთ ეს სტატია და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რომელი ტენდენციის მიმართ იქნებით შემწყნარებელი ამ ზაფხულს.. :)

1) ფერებს შორის მკვეთრი საზღვრები, ამ ტენდენციას ჰოლივუდის მრავალი მსახიობი და მომღერალი მისდევს. ისინი ერთმანეთს უხამებენ, ვარდისფერს, სტაფილოსფერს, ღია მწვანეს, ზურმუხტისფერს და ა.შ. საშუალება გაქვთ თავი მკვეთრი ფერის კაბებითა და ქვედაბოლოებით მოიწონოთ. ეს ტენდენცია შეგიძლიათ ხელჩანთებზე და აქსესუარებზეც კი გაავრცელოთ.. :)


2) "ყვავილოვანი ჯინსები" :) - ყვავილის პრინტი ძალიან აქტუალურია, მაგრამ წლევანდელი გაზაფხული/ზაფხულის ფავორიტი ტენდენცია ნამდვილად ყვავილის პრინტიანი ჯინსის შარვალია. ასეთ ჯინსს შეგიძლიათ შეუხამოთ სადა მაისური და "მყვირალა" ყელსაბამი. ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა მოსაცმელიც მოიხდინოთ, მაგ. ჯინსის.. :)


3) ნეონის ფერები - ამ ტენდენციამ არამარტო კაბებში შეაღწია, არამედ ფეხსაცმელში, აქსესუარებსა და ფრჩხილის ლაქებშიც.. :) მთავარი წესი რაც ამ ტენდენციის "დევნისას" უნდა დავიცვათ, ესაა: არასოდეს გამოეწყოთ მთლიანად ნეონის ფერებში. ელექტრიკი ისევ მოდაშია, ასე რომ ამ ტენდენციის მოყვარულებს შეგიძლიათ თამამად გამოეწყოთ "ბოლო მოდაზე" .. :))



4) მაქსი კაბები - გამოგიტყდებით, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტენდენციაა.. ჩემი აზრით, ასეთი კაბები ძალიან ნაზი, ქალური და სექსუალურია.. ასეთი კაბები შეგიძლიათ სანდლებს შეუხამოთ, გაიკეთოთ ბევრი აქსესუარი და ჯინსის ჟილეტიც მოიცვათ, რაც ამ Look-ს დასრულებულ სახეს მისცემს.. :)


5) ფერადი ჯინსები - იქნება ეს ძალიან მკვეთრი, თუ პასტელური ფერი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი ტანისამოსი თქვენს გარდერობში სიხალისეს შეიტანს.. :) თანაც ასეთ ჯინსებს შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამ შეუხამოთ.. რას ჩაიცვამთ მასთან - თქვენს გემოვნებას მივანდოთ.. :) 


6) კაბები სხვადასხვა პრინტით - ეს ტენდენციაც დიდ თავისუფლებას გაძლევთ, აარჩიეთ თქვენთვის მოსაწონი პრინტი და ატარეთ ეს კაბა სეზონის განმავლობაში. კაბის სტილი შესაძლოა იყოს კომფორტული, ყოველდღიური, კოქტეილის და ა.შ. ასე რომ მოემზადეთ შთაბედილების მოსახდენად!


7) ფერადი ბლეიზერები - ეს ტანისამოსი თქვენს ჩაცმულობას საქმიან და დახვეწილ იერს შესძენს. შეუხამეთ ფერადი ბლეიზერები სადა ტანისამოსს და ჩათვალეთ, რომ უკვე მშვენივრად გამოიყურებით.. :) შეგიძლიათ შეუხამოთ კაბებს ან ნებისმიერი ფაქტურის ვიწრო შარვლებს.. 


 იმედია მოგეწონათ ეს ტენდენციები და გაჰყვებით კიდეც მათ.. :)) მომავალ პოსტს კი ძალიან მალე შემოგთავაზებთ.. :)


Friday, July 6, 2012

Beach Bag Must-Haves :)

 ნანატრი ზაფხული დაგვიდგა და სანამ ზღვის სანაპიროზე ან საცურაო აუზე გავეშურებით, მოდით განვიხილოთ თუ რა გვჭირდება თან წასაღებად.. :)


 პირველ რიგში, პირსახოცი, თანაც სასურველია ორი ცალი: ერთი მათგანი შეზლონგისთვის, მეორე კი შხაპის შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე ხართ, თუ - აუზზე, თუკი თქვენს სახლამდე შორია, შეგიძლიათ მათი საშხაპით ისრგებლოთ.

 მზისგან დამცავი კრემი ან სპრეი - SPF-ის შერჩევა თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მზის უარყოფითი გამოსხივებისგან დაცვა აუცილებლად გჭირდებათ. თანაც წლევანდელ ზაფხულში მზის გამოსხივება განსაკუთრებით მავნე იქნება. ჯობია რუჯი ნელ-ნელა მიიღოთ და კანი არ დაიწვათ, ასეთი ნარუჯი უფრო დიდხანსაც გასტანს და თქვენი კანიც არ დაზარალდება. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მზისგან დაცვა თქვენს თმასაც სჭირდება.


 სველი და მშრალი ხელსახოცები - არავინ იცის, როდის დაგჭირდებათ. ასევე დეოდორანტი, რომ უხერხულობა არ შეგექმნათ სიცხის დროს.. :)

 გამოსაცვლელი ტანსაცმელი და კოსმეტიკის ჩანთა, თუ, რა თქმა უნდა, მზის აბაზანების შემდეგ საყიდლებზე აპირებთ წასვლას, ან თუნდაც - სადმე წახემსებას.

 ტანის ლოსიონი, კარაქი ან ნებისმიერი საშუალება, რაც თქვენს კანს დაატენიანებს, ზაფხულის ცხელ დღეებში, მზეზე კანი ძალიან შრება და მეტი დატენიანება სჭირდება, ასე რომ შხაპის მიღების შემდეგ აუცილებლად იფიქრეთ თქვენს კანზე.

 ასევე დაიცავით კანი თვალების გარშემო და  აუცილებლად წაიღეთ მზის სათვალეები, რომლებიც მოგიხდებათ კიდევაც და ნაადრევი ნაოჭებისგანაც დაგიცავთ.. :)


 თუ სანაპიროზე ნებივრობას მთელი დღით არ აპირებთ, ჩანთაში ერთი ბოთლი გაყინული წყალი "ჩაიგდეთ", სანამ თქვენ მცხუნვარე მზის ქვეშ ინებივრებთ წყალი გათბობას ვერ მოასწრებს. სიცხის დროს ხშირად გვწყურდება, გამაგრილებელი სასმელებიდან კი ყველაზე ჯანსაღი წყალია, თანაც თქვენს კანს მხოლოდ გარეგანი დატენიანება არ უშველის. ასევე, გირჩევთ, რომ მოერიდოთ სანაპიროზე გაზიანი სასმელების დალევას, შესაძლოა სიმძიმის შეგრძნება შეგიქმნათ.

 აუცილებლად მოიმარაგეთ ხილი ან ჯანსაღი საკვები, რომელიც დაგანაყრებთ სანაპიროზე ყოფნის განმავლობაში.

 თუ კითხვა გიყვართ, მით უმეტეს მზეზე მიფიცხებულებს, გირჩევთ რაიმე საზაფხულო საკითხავი გაიყოლოთ თან: მაგალითად ჟურნალები ან სხვა ნებისმიერი მსუბუქად წასაკითხი წიგნი, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა.


 სასიამოვნო განტვირთვას გისურვებთ! არ შეგეშინდეთ, საზღვაო ჩანთები იმიტომაცაა ასეთი დიდი ზომის, რომ ყველაფერი დაიტიოს! :) დროებით..:*


Thursday, July 5, 2012

Maybelline HAUL! BB Cream+Mascara+LIpstick

 ცოტა არ იყოს და დამიგვიანდა ახალი პოსტის დაწერა, მაგრამ დიდი ხანია მინდოდა თქვენთვის BB კრემის შესახებ მეამბო (როგორც ჩემი გამოცდილებით გაირკვა, კოსმეტიკის დახლთან მომუშავე გოგონების უმრავლესობას არც კი გაუგია რამე ამ პროდუქტზე), თუმცა სანამ არ ვიყიდდი ეს ვერ მოხერხდებოდა და მეც სხვადასხვა ადგილას ვეძებდი მას, სადაც ჩემს შეკითხვაზე "BB cream გაქვთ?" ასეთ პასუხებს ვღებულობდი:" Baby Cream? კი, როგორ არ გვაქვს.."


 მომსახურე პერსონალის "პროფესიონალიზმით" აღფრთოვანებულმა ბევრი ვიარე, თუ - ცოტა, საბოლოოდ BB კრემს Maybelline-ს ერთ-ერთ დახლთან მივაგენი, სადაც კონსულტანდი საკმაოდ კომუნიკაბელური და საკუთარ საქმეში გათვითცნობიერებული გოგონა აღმოჩნდა, მან BB კრემიც მონდომებით შემარჩევინა, Falsies Mascara-ც და საჩუქრად პომადაც მივიღე.. :) ახლა კი სიამოვნებით მოგახსენებთ, როგორი კმაყოფილი ვარ ამ სამი პროდუქტით..

Maybelline Dream Fresh BB Cream 8 in 1

 BB Cream - Blemish Balm, Blemish Base დანარჩენი სამყაროსთვის ძირითადად აზიიდან გახდა ცნობილი, თუმცა BB კრემის ფორმულა 1950 გერმანიაში გამოიგონეს და მოიხმარებოდა ლაზერული ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ კანის დასაცავად და დეფექტებსაც მსუბუქად ფარავდა. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ეს პროდუქტი 1980 წლიდან გახდა ცნობილი და მას შემდეგ BB კრემს "კორეელი მსახიობების საიდუმლოს" უწოდებდნენ. ეს კოსმეტიკური საშუალება ერთდროულად არის:

 დამატენიანებელი, 
 პრაიმერი, 
 მაკიაჟის ბაზა,
 მზისგან დამცავი.
ამ "თვისებების" შემდეგ გასაკვირი არაა, რომ BB კრემს აზიური კოსმეტიკური ბაზრის 13% უჭირავს.



 Maybelline-ს BB კრემის განხილვებში ბევრი უარყოფითი აზრი წავიკითხე, ოღონდ მას შემდეგ, რაც მე თვითონ ვიყიდე, თორემ მათი შემხედვარე ალბათ არც ვიყიდიდი.. :)) ამ BB კრემის სერიას სხვადასხვა ფერის კანისთვის სხვადასხვა ტონალობის კრემი აქვს. ეს კრემი გვპირდება:
1) დეფექტების დაფარვას
2) კანის ბრწყინვალებას
3) კანის სიგლუვეს
4) კანის ტონალობასთან შერწყმას
5) დატენიანებას დღის განმავლობაში
6) სისუფთავის შეგრძნებას
7) მზის უარყოფითი გამოსხივებისგან დაცვას (SPF 30)
8) და ბოლოს, არ ხდის კანს ცხიმიანს

 მომხმარებლები წუწუნებდნენ, რომ ამ კრემის მოქმედება ძალიან სუსტია, თუმცა ტონალურ კრემთან შედარებით ეს ასეც უნდა იყოს, BB კრემი გაცილებით მსუბუქია, რაც ჩემი აზრით ზაფხულისთის იდეალური ვარიანტია. რაც შეეხება დეფექტების დაფარვას, თუ თქვენი კანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ჩემი აზრით, სჯობს კონსილერიც მიახმაროთ. ჩემი კანის ფერს ძალიან კარგად შეერწყა ეს კრემი და კანიც უფრო გლუვი გამომიჩინა. მე ამ კრემს ზაფხულისთვის ნამდვილად გირჩევდით. შესაძლოა მისი მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ მისით. არ მიტოვებს სიმძიმის შეგრძნებას მთელი დღის განმავლობაში, განსხვავებით ტონალური კრემისგან, რადგან BB კრემის ფაქტურა გაცილებით მსუბუქი და სასიამოვნოა.. :) მოკლედ, გადაწყვეტილება თქვენზეა და ვინც შეიძენთ, იმედია კმაყოფილი დარჩებით.. კინაღამ დამავიწყდა, ფასი 14 ლარი.. :) ძვირი ნამდვილად არაა კარგი შედეგისთვის.. :)


Maybelline The Falcies Volum Express Mascara


 
 
  ეს პროდუქტიც ფასთან შედარებით ნამდვილად კარგ სამუშაოს ასრულებს. თქვენს წამწამებს "ფრთებივით შლის" და ამასთანავე მოცულობასაც ანიჭებს, მოკლედ შედარებით იაფასიან საშუალებებში, ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა.. ფასი 13 ლარი.. 







Maybelline Lipstick

  პომადა საჩუქრად მერგო და ფერიც თვითონ ავარჩიე 612 Peach Pearl Diamonds. როგორც სახელის მიხედვით მიხვდით, ეს პომადა მსუბუქი ატმისფერია ბზინავი ელემენტებით. ჩემი აზრით, ეს ფერი გარუჯულ სახეს ნამდვილად მოუხდება, თან მშრალი ფაქტურა არ აქვს და ტუჩებსაც დაგიატენიანებთ. სხვათა შორის, ამ პომადას ძალიან კარგი სუნიც აქვს.. :) საბავშვო საღეჭ რეზინს მოგაგონებთ.. :)


 იმედია მოსაწყენი არ ყოფილა ჩემი პირველი HAUL POST. შევეცდები მსგავსი განხილვები მომავალშიც შემოგთავაზოთ.. დროებით! :*