Saturday, July 14, 2012

DIY თმის ნიღბები

 მეგობრის თხოვნით, დღეს მომიწევს სახლში დასამზადებელ თმის ნიღბებზე ვისაუბრო.. :) სამ მარტივად გასაკეთებელ და თანაც ეფექტურ ნიღაბს შემოგთავაზებთ..

 თუ მკვებავი ნიღაბი გჭირდებათ, აიღეთ 2 ს/კ თაფლი (სასურველია აკაციის), 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი. ეს ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და ძირებიდან გაინაწილეთ მთელ თმაზე. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა თქვენს თმას აბრეშუმივით ნაზს და ბზინვარეს გახდის.

 თმისთვის მოცულობის მისაცემად დაგჭირდებათ 1ც მწიფე ბანანი, 1ც კვერცხი, 1/2 ჭიქა უგაზო ლუდი, 1ს/კ თაფლი. დაჭყლიტეთ ბანანი, შეურიეთ კვერცხი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ლუდი, შემდეგ თაფლი და ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ. მიღებული მასა ძირებში შეიზილეთ და შემდეგ გაინაწილეთ მთელ თმაზე. გაიჩერეთ რამდენიმე საათი და ჩამოიბანეთ.
 რატომ ლუდი? ლუდს შეუძლია თმას სისქე და მოცულობა მიანიჭოს, ის ასევე შეიცავს პროტეინებს, რაც თმას აძლიერებს და ბზინავ იერს აძლევს.


 თუ დაუმორჩილებელი თმა გაქვთ, 1/2 ჭიქა თაფლი, 1/2 იოგურტი და 1 ს/კ ნუშის ზეთი ( შეგიძლიათ სხვა ზეთიც სცადოთ) ერთმანეთში აურიეთ, კარგად შეიზილეთ თმაში და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.



No comments:

Post a Comment