Friday, July 6, 2012

Beach Bag Must-Haves :)

 ნანატრი ზაფხული დაგვიდგა და სანამ ზღვის სანაპიროზე ან საცურაო აუზე გავეშურებით, მოდით განვიხილოთ თუ რა გვჭირდება თან წასაღებად.. :)


 პირველ რიგში, პირსახოცი, თანაც სასურველია ორი ცალი: ერთი მათგანი შეზლონგისთვის, მეორე კი შხაპის შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე ხართ, თუ - აუზზე, თუკი თქვენს სახლამდე შორია, შეგიძლიათ მათი საშხაპით ისრგებლოთ.

 მზისგან დამცავი კრემი ან სპრეი - SPF-ის შერჩევა თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მზის უარყოფითი გამოსხივებისგან დაცვა აუცილებლად გჭირდებათ. თანაც წლევანდელ ზაფხულში მზის გამოსხივება განსაკუთრებით მავნე იქნება. ჯობია რუჯი ნელ-ნელა მიიღოთ და კანი არ დაიწვათ, ასეთი ნარუჯი უფრო დიდხანსაც გასტანს და თქვენი კანიც არ დაზარალდება. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მზისგან დაცვა თქვენს თმასაც სჭირდება.


 სველი და მშრალი ხელსახოცები - არავინ იცის, როდის დაგჭირდებათ. ასევე დეოდორანტი, რომ უხერხულობა არ შეგექმნათ სიცხის დროს.. :)

 გამოსაცვლელი ტანსაცმელი და კოსმეტიკის ჩანთა, თუ, რა თქმა უნდა, მზის აბაზანების შემდეგ საყიდლებზე აპირებთ წასვლას, ან თუნდაც - სადმე წახემსებას.

 ტანის ლოსიონი, კარაქი ან ნებისმიერი საშუალება, რაც თქვენს კანს დაატენიანებს, ზაფხულის ცხელ დღეებში, მზეზე კანი ძალიან შრება და მეტი დატენიანება სჭირდება, ასე რომ შხაპის მიღების შემდეგ აუცილებლად იფიქრეთ თქვენს კანზე.

 ასევე დაიცავით კანი თვალების გარშემო და  აუცილებლად წაიღეთ მზის სათვალეები, რომლებიც მოგიხდებათ კიდევაც და ნაადრევი ნაოჭებისგანაც დაგიცავთ.. :)


 თუ სანაპიროზე ნებივრობას მთელი დღით არ აპირებთ, ჩანთაში ერთი ბოთლი გაყინული წყალი "ჩაიგდეთ", სანამ თქვენ მცხუნვარე მზის ქვეშ ინებივრებთ წყალი გათბობას ვერ მოასწრებს. სიცხის დროს ხშირად გვწყურდება, გამაგრილებელი სასმელებიდან კი ყველაზე ჯანსაღი წყალია, თანაც თქვენს კანს მხოლოდ გარეგანი დატენიანება არ უშველის. ასევე, გირჩევთ, რომ მოერიდოთ სანაპიროზე გაზიანი სასმელების დალევას, შესაძლოა სიმძიმის შეგრძნება შეგიქმნათ.

 აუცილებლად მოიმარაგეთ ხილი ან ჯანსაღი საკვები, რომელიც დაგანაყრებთ სანაპიროზე ყოფნის განმავლობაში.

 თუ კითხვა გიყვართ, მით უმეტეს მზეზე მიფიცხებულებს, გირჩევთ რაიმე საზაფხულო საკითხავი გაიყოლოთ თან: მაგალითად ჟურნალები ან სხვა ნებისმიერი მსუბუქად წასაკითხი წიგნი, ეს უკვე თქვენს გემოვნებაზეა.


 სასიამოვნო განტვირთვას გისურვებთ! არ შეგეშინდეთ, საზღვაო ჩანთები იმიტომაცაა ასეთი დიდი ზომის, რომ ყველაფერი დაიტიოს! :) დროებით..:*


No comments:

Post a Comment