Friday, June 29, 2012

შამპანიური და სილამაზე

 რასთან ასოცირდება თქვენთვის შამპანიური? ვეცდები, გამოვიცნო: ახალ წელთან, დღესასწაულებთან და წვეულებებთან... :) ბევრმა თქვენგანმა ალბათ არც კი იცის, რომ შამპანიურს სახის კანისთვის გამწმენდი და მატონირებელი ეფექტი აქვს, თუმცა ეს ნორმალურ და ცხიმიან კანზე ვრცელდება, "მშრალკანიანებმა" კი უმჯობესია დამატენიანებელი პროცედურები ჩაიტაროთ.. :)
 შამპანიურს ცქრიალა ღვინოსაც უწოდებენ, რადგან ის მიიღება ღვინის მეორადი ფერმენტაციით კარბონაციის ეფექტის მისაღებად, გასაგები ენით რომ ვთქვათ შამპანიურის ბუშტები მასში შემავალი ნახშირორჟანგითაა გამოწვეული. ეს სასმელი ეხმარება კანის დეტოკსიკაციას და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რადგან შამპანიური თავისთავად ატარებს ყურძნის ანტიოქსიდანტურ თვისებებს. შამპანიური ასევე შეიცავს მჟავას, რომელიც კანის ფერს უფრო გამოკვეთილს და ასევე ნახშირორჟანგი ფორებს ხურავს, რაც თქვენს კანს უფრო გლუვს ხდის.
 არ შეგაშინოთ იმან, რომ შამპანიური ალკოჰოლს შეიცავს და კანს გამოგიშრობთ. ის ტონერები და გამწმენდი საშუალებები, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ დაახლოებით 20-60% ალკოჰოლს შეიცავენ, ხოლო შამპანიური მხოლოდ 14%-ს.
 მართალია, ბევრი ვისაუბრე პროცედურის შედეგებზე, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ზუსტად იცოდეთ რას მოუტანს შამპანიურით სახის გაწმენდა თქვენს კანს.

პროცედურა

 ამ პროცედურის დროს სახე უნდა გქონდეთ აუცილებლად სუფთა. დაასხით ცოტაოდენი შამპანიური პატარა ღრმა თეფშზე, მასში დაასველეთ სახის საწმენდი ბამბის ბალიში და გაიწმინდეთ სახის კანი. მიუხედავად იმისა, რომ სახე დბანილი გქონდათ, ამ პროცედურის შემდეგ ნახავთ რომ ბამბაზე დაბინძრებული ფორების კვალი იქნება დატოვებული...:)

 თქვენს კანსაც მოუწყვეთ დღესასწაული და როდესაც შამპანიურის დალევთ, ისიც გაანებივრეთ გაწმენდით და ტონირებით... :)



Thursday, June 28, 2012

ქართველები და ჰიგიენა

  რაც ზაფხული დადგა, მას მერე ამ პოსტის დაწერაზე ვფიქრობ და საბოლოოდ გადავწყვიტე 1-2 სიტყვა მეთქვა ზაფხულის მიერ ტრადიციულად მოტანილ სურნელებებზე, რომლებსაც თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შევგრძნობთ.

            
 "მემგონი, დროა ღრმად ჩავისუნთქოთ და შემოდგომამდე არ ამოვისნთქოთ"
"მრავალსამარშუტოტაქსგამოვლილი" ახალგაზრდას ფიქრები
 ალბათ რომელიმე თქვენგანი იტყვის ამ გაუბედურებულ და გასაცოდავებ ხალხს კიდევ კრიტიკა უნდაო? მაგრამ ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა ყველას უნდა შეგვეძლოს, სხვების დისკომფორტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარ თავს "ფუ,რა სუნი აქვს", "რა საშინლად ყარს!" "სახლში წყალი არ აქვს?" ადამიანების სიაში ვათავსებთ და ჩვენს რეპუტაციასაც  ეჭვქვეშ ვაყენებთ... 
  

  რა გვჭირდება?

 ცხელ დღეებში მინიმუმ ერთხელ გრილი შხაპის მიღება აუცილებელია, რაც თქვენი ძვირფასი დროის 10-15 წუთს წაგართმევთ.
 გოგონებო, ნუ წაისვამთ "გაგანია სიცხეში" ტონალურ კრემს ორ ფენად და მის მაგივრად ანტიპერსპერანტ-დეოდორანტი შეიძინეთ! დამიჯერეთ ვერავინ დაგკვირდებათ სახეზე თუ ხალხი 5 მეტრის რადიუსითაც ვერ გეკარებათ. ან სულაც ყველაზე იაფი საშუალება სოდა გამოიყენეთ დაბანის შემდეგ, დიდ ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვს.
 და ბოლოს, ისწავლეთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების პატივისცემა!

P.S. არ გეგონოთ მხოლოდ ხალხს ვადანაშაულებდე, დღეში 4ჯერ მიწევს სამარშუტო ტაქსით ან მეტროთი მგზავრობა, ავტობუსებში ხომ საერთოდ გაუსაძლისია ყოფნა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ არის საკმარისი ტრანსპორტი იმისთვის, რომ ხალხმა კომფორტულად იმგზავროს და არა - უცხო ადამიანებთან ჩახუტებულმა. 
 სულ ეს იყო, ვეცადე დღეს ლაკონიური ვყოფილიყავი..:) იმედია თავი ძალიანაც არ შეგაწყინეთ.. :) სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ! იკითხეთ და შეაფასეთ ჩემი ბლოგი... :) დროებით! 


Thursday, June 21, 2012

პატარა შავი კაბა - უკვდავი თრენდი და მოდის კლასიკა


 LBD - Little Black Dress

 "Luxury must be comfortable, otherwise it is not luxury" - Coco Chanel
 ამ თრენდის დამკვიდრებას არაჩვეულებრივ კოკო შანელს უნდა ვუმადლოდეთ. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული შანელის წყალობით პატარა შავი კაბა ყველა ქალბატონის Must-Have გახდა.  

 რატომ პატარა შავი კაბა?

  • ის არასოდესაა ერთფეროვანი, ყველა ფორმისა და ზომის შავ კაბას იშოვით თქვენი გემოვნებისთვის. 
  • შავი ფერი უფრო გამხდარსაც გამოგაჩენთ. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს წონას, ის ყველა ქალს უხდება.
  • ის ყველა სიტუაციას ერგება (რა თქმა უნდა, სიგრძის და დიზაინის გათვალისწინებით).
  • თქვენ შეგიძლიათ დაკრძალვიდან დაწყებული, წვეულებით დამთავრებული ყველგან ჩაიცვათ ის და გამოცვლაც არ მოგიწიოთ.
  • შეგიძლიათ ჩაიცვათ შავ წინდებთან, დაბალ ფეხსაცმელთან და მოსაცმელთან.
  • ასეთი სადა ფერის კაბის გამო თქვენ შეგიძლიათ აქცენტი გააკეთოთ თვალის მაკიაჟზე, ეხტრავაგანტულ აქსესუარებზე, ლამაზ ფეხსაცმელზე ან ქამარზე.
  • შეგიძლიათ გეცვათ ერთი და იგივე კაბა მთელი კვირის განმავლობაში და თქვენი ფანტაზიის დახმარებით ყოვედღე სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდეთ.
  • შეგიძლიათ 10 შავი კაბა გქონდეთ გარდერობში და ეს სულაც არ იმეტყველებს თქვენს უგემოვნობაზე
  • არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გადაიხადეთ ამ კაბაში, შავი კაბა ყოველთვის კლასიკურ და დახვეწილ სტილს შეგინარჩუნებთ.
  • შავი კაბა შეიძება იყოს ელეგანტური, სექსუალური, თავისუფალი და ა.შ. რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენი სურვილისამებრ იბრწყინოთ საზოგადოებაში ან პირიქით შეუმჩნეველი გახდეთ.
  • და ბოლოს, თქვენ არასოდეს დაგენანებათ ფული პატარა შავ კაბაში, რადგან იცით, რომ ეს ინვესტიცია ნამდვილად ღირს... ის ხომ მოდიდან არასოდეს გადავა...


  ცნობილი შავი კაბები


            
ოდრი ჰეპბერნი "საბრინაში"

ოდრი ჰეპბერნი ჟივენშის კაბაში
მხატვრული ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან"
ქეროლაინ ჯოუნსი
ფილმიდან "ადამსების ოჯახი"
პრინცესა დიანა ჯონ ტრავოლტასთან ერთად თეთრ სახლში


როგორ იცვამენ შაბ კაბას დღეს











LBD-ში გამოწყობილი გოგონები Street Style ბლოგერებისთვისაც საინტერესო ფოტომასალაა


 ეს უბრალო და ამასთანავე დახვეწილი თრენდი მოდის კლასიკად იქცა. კითხვაზე "დღეს რა ჩავიცვა?" ყოველთვის გაგვცემს პასუხს:" რა თქმა უნდა პატარა შავი კაბა ლამაზი აქსესუარებით."

Sunday, June 17, 2012

მწვანე ჩაი - სასარგებლო თვისებები

  "უმჯობესია ჭამა აგიკრძალონ სამი დღით, ვიდრე ჩაის სმა - ერთით..." - ძველი ჩინური გამოთქმა.


 გამარჯობა! :) პირველ რიგში, ბოდიშს მოგიხდით დაგვიანებული პოსტისთვის და შემდეგ კი გეტყვით, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის წყალობით დღეს სწორედ მწვანე ჩაიზე დავწერ. ამ სასმელით მოხიბლულები ყოველთვის ვიყავით, მაგრამ მე შავი ჩაი გაცილებით მეტად მიყვარდა. ამ ბოლო დროს, ბევრგან მოვისმინე თუ წავიკითხე მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებების შესახებ (მათ შორის ჩემი მეგობრისგანაც), ამიტომ გადავწყვიტე თავადაც შემეძინა მწვანე ჩაი ჟასმინით და თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს პოსტი, რომლის ბოლოშიც ცივი ჩაის ჩემეულ რეცეპტსაც შემოგთავაზებთ.. :)
 ჩინელებმა მწვანე ჩაის სარგებლიანობის შესახებ უძველესი დროიდან იცოდნენ და მას მედიცინაშიც აქტიურად იყენებდნენ: როგორც თავის ტკივილის, ისე დეპრესიის წინააღმდეგ. ახალი მეცნიერული კვლევებიც ადასტურებენ, რომ მწვანე ჩაი სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის არაჩველებრივი საშუალებაა.

 მწვანე ჩაი და წონის კლება

  ალბათ გსმენიათ იმის შესახებ, რომ მწვანე ჩაი ხელს გვიწყობს წონაში დავიკლოთ. საინტერესოა ისიც, რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი. მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს, მაგრამ არა ისეთი დიდი დოზით, როგორც ყავა. თუმცა ის ყავაზე მეტად გვეხმარება დავწვათ ენერგია. 
  •   მწვანე ჩაის დალევა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ზრდის ჩვენს მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც დღის განმავლობაში მეტი კალორია იწვის.
  •   ჩვენს სხეულს ანიჭებს შესაძლებლობას ცხიმი გაცილებით სწრაფად დაწვას.
 ახლა კი მწვანე ჩაის რამდენიმე სხვა სარგებლობასაც ჩამოგითვლით:
  • ამცირებს მრავალი ფორმის კიბოს რისკს
  • კიბოს უჯრედების ზრდას უშლის ხელს
  • ამცრებს ქოლესტერინის დონეს
  • გამოიყენება, როგორც ართრიტის პრევენციის, ასევე მისი მკურნალობისთვისაც.
  • ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს
  • ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას
  • ხელს უშლის კბილების გაფუჭებას
  • ძალიან კარგია საჭმლით მოწამვლის წინააღმდეგ
  თუმცა მწვანე ჩაის ამ ყველა სიკეთის მიუხედავად, იმ ადამიანებმა, ვისაც აწუხებს გულის დაავადებები, მაღალი წნევა, თირკმლის პრობლემები, ნერვული აშლილობა, სისხლდენები, ასევე ორსულად არიან ან ახალდაბადებულ ბავშვს ბუნებრივად კვებავენ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს მწვანე ჩაის დალევამდე.
  ასევე გასათვალისწინებელია, რომ ძალიან დიდი რაოდენობით მწვანე ჩაის დალევა, რაც იწვევს თქვენი ორგანიზმის მიერ კოფეინის დიდი დოზით მიღებას, არ შეიძლება და შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანებადობა, უძილობა, გულისცემის გახშირება და თავბრუსხვევა.

დაპირებული რეცეპტი

  ადუღეთ წყალი (სასურველია მეგობრები და ოჯახის წევრებიც გაითვალისწინოთ:)) და დააყენეთ ჩაი თქვენი გემოვნებით. მე 1,5 ლიტრზე 2 ჩაის პაკეტს ვიყენებ. ჩაასხით ფართო ჯამში, რომ შემდგომში ადვილად გაცივდეს. სანამ ცხელია, გაუკეთეთ თაფლი და ლიმონის წვენი, რომელთა დოზასაც თქვენს გემოვნებას მივანდობ.. :) დაელოდეთ გაგრილებას, შემდეგ კი ჩაასხით ბოთლში და შედგით მაცივარში. როდესაც გაცივდება ჩამოასხით ჭიქებში და დაუმატეთ ყინულის კუბიკები, რომლებსაც, კარგი იქნება, თუ იმავე ჩაისგან დაამზადებთ.
  შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ინგრედიენტი, რომელიც თქვენი აზრით ამ სასმელს მოუხდება. დაპატიჟეთ მეგობრები და ზაფხულის ცხელი დღეები ჯანსაღ სასმელთან ერთად გაიგრილეთ... :) 


Tuesday, June 12, 2012

Summer Must-Haves.. ჩემი რჩევები ზაფხულისთვის..

 ალბათ ჩემსავით ბევრს მოგსვლიათ ისე, რომ დასასვენებლად უზარმაზარი ჩემოდნით წასულხართ, მაგრამ ნახევარზე მეტი ტანისამოსი არც კი ჩაგიცვამთ.. :) დღეს ვისაუბრებ იმ აუცილებელ ტანისამოსზე, რომელიც, ჩემი აზრით, ამ ზაფხულს ყველა გოგონას გარდერობს უნდა ამშვენებდეს.. <3


1) საცურაო კოსტუმი - ამ შემთხვევაში ამართლებს გამოთქმა:"რაც მეტი, მით უკეთესი". სხვადასხვა ფერის და ფორმის საცურაო კოსტუმი უფრო მრავალფეროვანს გახდის დასვენების დღეებს. შეგიძლიათ ე.წ მთლიანი საცურაო კოსტუმიც სცადოთ, ჩემი აზრით, ის სულაც არაა მხოლოდ "პუტკუნა" გოგონებისთვის შექმნილი.. :)) მართალია, ამას თქვენი ნარუჯი შეეწირება, მაგრამ 1 დღე მზის აბაზანების გარეშე გაძლება ნამდვილად შეიძლება. წელს ჩემი ფავორიტი ფერები ღია ვარდისფერი და ატმისფერის ტონალობებია.. :)





2) კოქტეილის კაბა - ნაზი ქსოვილის და დახვეწილი კოქტეილის კაბა ზაფხულში ნამდვილად დაგჭირდებათ... წვეულებისას თუ ქალაქის დათვალიერებისას ასეთი ტანისამოსი თქვენი განუყრელი მეგობარი იქნება.. ლამაზ კაბაში გადაღებული ფოტოები კი ზაფხულისგან სასიამოვნო მოგონებებად დაგრჩებათ.. :)








3) ფერადი "შორტები" - ჯინსის ან ნებისმიერი სხვა ნაჭრის "შორტები" ცხელ ზაფხულს ნამდვილად იოლად გადაგატანინებენ და თქვენს გარუჯულ ფეხებსაც გაუსვამენ ხაზს. ისინი შეგიძლიათ შეუხამოთ, როგორც სპორტულ, ისე კლასიკური სტილის ტანისამოსს.. :) იხ. ფოტოები..


















4) ფერადი ქვედაბოლო - წლევანდელი ზაფხულისთვის ფერადი, მაღალწელიანი ქვედაბოლოების ყიდვას გირჩევდით. იქნება ის მოკლე თუ გრძელი მნიშვნელობა არ აქვს. მართალია მოკლე ქვედაბოლოში თქვენი ნარუჯი უკეთ ჩანს, მაგრამ გრძელი, მსუბუქი ნაჭრის ქვედობოლო ქალური და დახვეწილია..



5) სანდლები - ლამაზი და კომფორტული სანდლები ზაფხულში ყველანაირ ჩაცმულობას უხდება... :) იქნება ის თვლებით გაფორმებული თუ სადა, მხოლოდ თქვენი გემოვნების საკითხია.


Friday, June 8, 2012

შავი წერტილები!

  ცხვირზე შავი წერტილები თითქმის ყველა გოგონას პრობლემაა.. მტვერი და მაკიაჟი ფორებში ჯდება და აბინძურებს მათ..  როგორ მოვიცილოთ ისინი? მე შევეცდები რამდენიმე მარტივი რჩევა მოგცეთ, რომელსაც კოსმეტოლოგის გარეშე სახლშიც იოლად შეასრულებთ.. :)

სქრაბის მეთოდი


    პირველ რიგში საჭიროა ფორები წყლის ორთქლს შეუშვიროთ,რათა გახსნათ ისინი.. შემდეგ წაისვით სახის სქრაბი.. უკეთესია თუ თქვენით დაამზადებთ თაფლის და შაქრის მეშვეობით (1 ს.კ თაფლზე, 1ს.კ შაქარი). წაისვით სახეზე და კბილის ჯაგრისით გაიკეთეთ წრიული მოძრაობები.. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ცხვირის მიდამოებს.. :) 5-10 წუთი გაიჩერეთ სახეზე და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის მაგივრად შეგიძლიათ ასპირინითაც დაიმუშავოთ სახე(იხ. ასპირინის ნიღაბი)

ჟელატინი და რძე

  ფორებიდან მტვრის მოსაცილებლად ასევე ძალიან კარგი ხერხია რძის და ჟელატინის ნიღბის მომზადება.:
  1ს.კ რძე და 1 ს.კ ჟელატინის ფხვნილი აურიეთ ერთმანეთში, შედგით მიკროტალღურ ღუმელში 10 წამით, ოდნავ შეაგრილეთ და თბილი მასა წაისვით ცხვირზე, კარგი იქნება თუ ამას ფუნჯის საშუალებით იზამთ. დალოდეთ 10 წუთი და შემდეგ ნაზად აიძვრეთ კანიდან. თქვენ ნახავთ რამდენი მტვერი აყვება თან მიღებულ მასას.

კვერცხის ნიღაბი

  ეფექტი იგივე აქვს, რაც ჟელატინის და რძის ნიღაბს. თუ სახლში ჟელატინი და რძე არ აღმოგაჩნდათ, აიღეთ 1 ცალი კვერცხი და გააცალკევეთ გული და ცილა.ათქვიფეთ ორივე მათგანი. ცილას ჰაერის ბუშტუკები გაუჩნდება და მიხვდებით, რომ უკვე მზადაა.. წინასწარ სახე დაიორთქლეთ და შემდეგ წაისვით ცილა, ზემოდან კი დაიდეთ ქაღალდის ხელსახოცის 1 ძალიან თხელი ფენა. პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ სახე თმის საშრობითაც გაითბოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ნაზად აიძრეთ ხელსახოცი. შემდეგ წაისვით კვერცხის გული, გაიჩერეთ სანამ ბოლომდე არ გაშრება და ჩამოიბანეთ. კვერცხის გული დამატენიანებელ  და მკვებავ ფუნქციას შეასრულებს.

P.S. იმედი მაქვს, ცოტათი მაინც დაგეხმარეთ .. :) დატოვეთ კომენტარები .. დროებით! :)

DIY ასპირინის სახის ნიღაბი

  გამარჯობა, ჩემო კარგებო! :) ზაფხული მოვიდა და მაკიაჟის ფენებით ვეღარ დავფარავთ სახის კანის ნაკლოვანებებს, ასე რომ დროა ფორების გაწმენდას შევუდგეთ და ზაფხულის ცხელ დღეებში თავი გარუჯული და უნაკლო სახის კანით მოვიწონოთ. 
  ჩემი სიყვარულის შესახებ ნატურალური პროდუქტების მიმართ უკვე იცით, ასე რომ, გადავწყვიტე დღეს ნატურალურ და საკმაოდ იოლად დასამზადებელ სახის ნიღაბზე დამეწერა.

  ასპირინის სახის ნიღაბი


 ასპირინის ნიღაბი ამ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ გსმენიათ მის შესახებ, ეს პოსტი სწორედ თქვენთვისა.
  თუ თქვენ გაწუხებთ აკნე, ან უბრალოდ ფორების გაწმენდა და გლუვი კანი გინდათ, მაშინ გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ მაინც (დამოკიდებულია თქვენი კანის მდგომარეობაზე) 
   ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ამ ნიღბის წასმამდე სახეს არამხოლოდ ზედაპირულად გაიწმინდავთ, არამედ წყლის ორთქლსაც შეუშვერთ, რაც ფორებს გაგიხსნით და მათი გაწმენდა უფრო იოლი გახდება.

დაგჭირდებათ: თაფლი; ასპირინი; წყალი.
 3-4 აბი ასპირინი მოათავსეთ თეფშზე, დაასხით 1-2 სუფრის კოვზი წყალი, რომ აბები გაიხსნას, მაგრამ ეცადეთ არც ძალიან თხელი მასა არ მიიღოთ. ხელით მიეხმარეთ წყლის და ასპირინის გაზავებას და შემდეგ დაუმატეთ 1 ჩ.კ თაფლი. მიღებული მასა წაისვით სახეზე  წრიული მოძრაობებით( ნიღაბს სქრაბის ეფექტიც აქვს) და გაიჩერეთ 10-15 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.

 თუ თაფლზე ალერგია გაქვთ, არ ინერვიულოთ! :) შეგიძლიათ ნიღაბი შემდეგნაირადაც მოამზადოთ:

დაგჭირდებათ: ასპირინი, ლიმონის წვენი, სოდა და წყალი.
    4-5 აბი ასპირინი გახსენით ლიმონის წვენში, სანამ არ მიიღებთ შესქელებულ მასას. შემდეგ წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთი. ბამბის ბალიში ან ბამბა დაასველეთ წყალში და ამოავლეთ საჭმელ სოდაში, მიღებული მასით გაიწმინდეთ სახის კანი.
   ასპირინი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ამცირებს გამონაყარს, ლიმონი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც იცავს კანს მზის უარყოფითი გამოსხივებისგან, ხოლო სოდა პროცედურის ბოლოს ანეიტრალებს სალიცილის მჟავის ქიმიურ მოქმედებას.

P.S. იმედი მაქვს, ეს სახის ნიღაბი ბევრ თქვენგან მოუგვარებს აკნეს პრობლემას. კომენტარებში დაწერეთ, რა ეფექტი მოგცათ ამ ნიღაბმა. ასევე თქვენი კითხვები და პრობლემები თავის მოვლასთან დაკავშირებით, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ და მომავალში პოსტებსაც მივუძღვნი.. :)
                         


Tuesday, June 5, 2012

My New Addiction ანუ მცენარეული ზეთების მაგიური თვისებები

  ამ ბოლო დროს ახალი ახალი სილამაზის პროდუქტები დავაფასე.. :) აქამდე სახლში დამზადებულ საშუალებებს ეჭვის თვალით ვუყურებდი და მეგონა, მხოლოდ პროფესიონალებს შეეძლოთ სასწაულმოქმედი საშუალებების შექმნა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სახლში ზეითუნის ზეთი აღმოვაჩინე და გამახსენდა, რომ ადრე ხშირად ვისვამდი თმაზე დაბანის წინ და ძალიან კარგი ეფექტი ჰქონდა. მერე ჩაის ხის ზეთს გადავაწყდი და დამაინტერესა, რისთვის იყო განკუთვნილი, ჩვენი მეგობარი Google მოვიშველიე და ბევრ საინტერესო რამეს წავაწყდი ზეთების სასარგებლო თვისებებზე.
  მოკლედ, გადავწყვიტე, თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემ მიერ მოპოვებული და საკუთარ თავზე გამოცდილი ინფორმაცია..

  დავიწყებ ჩემი ყველაზე ახალი აღმოჩენით - ჩაის ხის ზეთით.
ჩაის ხის ზეთი ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება, რადგან მას აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები. ჩათვალეთ, რომ ეს პროდუქტი თქვენთვისაა, თუკი აკნე გაწუხებთ. ჩაის ხის ზეთი ამცირებს როგორც სიწითლეს, ასევე აკნესგან დარჩენილ ნაიარევებს. ის ასევე ხელს უშლის ჰერპესის გავრცელებას, თუ დასაწყის ეტაპზევე მოიხმართ.
  ჩაის ხის ზეთი და სილამაზე - ჩაის ზეთი კანში მალევე შეიწოვება, ასე რომ, არ შეშინდეთ და დაუმატეთ 10 წვეთი თქვენს ლოსიონს წასმის წინ და კანი გაცილებით გლუვი, რბილი და დატენიანებული გახდება. ეპილაციის ან გაპარსვის შემდგომ რამდენიმე წვეთის წასმა შეამცირებს სიწითლეს და გაღიზიანებას. ასევე მასაჟის მოძრაობებით ზეთის შეზელა თმის ჩაბრუნებასაც აგაცილებთ თავიდან.
  თუ მშრალი და დაზიანებული თმა გაქვთ შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც ჩაის ხის ზეთს შეიცავს ან ზეთის რამდენიმე წვეთი ჩაამატოტ შამპუნს, რომელიც უკვე გაქვთ. მისი რეგულარული გამოყენება ატენიანებს თმას და თავის კანს და ბაქტერიებისგან იცავს მათ.
  პირადად მე გადავწყვიტე ჩაის ხის ზეთი ჩემს თმის სპრეიში ჩამემატებინა, რომელიც მცენარეულია და ყოველდღე ვიყენებ. ასევე 1-2 წვეთს ვუმატებ ჩემი სახის კანის დამატენიანებელ კრემსაც.. :) მოკლედ, გირჩევთ, რომ ეს პროდუქტი თქვენს თავის მოვლის საშუალებებსაც შეამატოთ.

      ასევე ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს E ვიტამინის ზეთს

 E ვიტამინის ზეთის წასმა აკნესგან დატოვებულ ნაიარევებზე, გააქრობს მათ. ასევე ის კანს იცავს სხვადასხვა სახის დაზიანებისგან.
  მას აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი კანისთვის. ასევე იცავს მზის გამოსხივებისგან და მზის დამწვრობის დროსაც იხმარება. ამიტომაც შეიცავს მას მზისგან დამცავი კრემების უმეტესობა.
  E ვიტამინის ზეთი მშრალი კანისთვის პირდაპირ მისწრებაა.. :) ის საგრძნობლად ატენიანებს გამომშრალ კანს და ზეთის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.




        ზეითუნის ზეთი - თქვენთვის ალბათ ყველაზე კარგად ნაცნობი ზეთია, რომელიც მრავალჯერ გამოგიყენებიათ. ეს ზეთი სასარგებლოა კანისთვის, თმისთვის, ფრჩხილებისა და ტუჩებისთვის. ზეითუნის ზეთი ასევე შეიცავს A და E ვიტამინს. ზეითუნის ზეთსაც აქვს დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება თქვენი კანისთვის და ასევე ატენიანებს მას.
        მოხმარების წესები - დაძინებამდე 10-15 წუთით ადრე 1-2 წვეთი ზეითუნის ზეთით გაიკეთეთ მასაჟი სახეზე, კისერზე ან სხეულზე, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება. შემდეგ კი მშვიდად დაიძინეთ.. :) ასევე ძალიან კარგია ძილის წინ მისი შეზელა თმაში და შემდეგ თმის შეფუთვა. დილით ჩვეულებრივ დაიბანეთ თმა და ნახავთ, როგორი საგრძნობი იქნება თქვენი თმის უკეთესი მდგომარეობა..



   სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება ჟოჟობას ზეთს შეიცავს და მივხვდი, რატომ მომწონდა ჩემს კანზე მისი გამოყენება.. :)
   ჟოჟობას ზეთს თავის მოვლის ზეთებში ყველაზე კარგი "სახელი" აქვს..                                                                                                                       მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად, რადგან ის თავისი სტრუქტურით ძალიან ახლოსაა კანის ბუნებრივად გამომუშავებულ ცხიმთან. ეს პროდუქტი ატენიანებს, კვებას და სიცოცხლეს მატებს კანს.
   სულ ეს იყო, ჩემო კარგებო! მომავალში ვეცდები ცალკე პოსტი მივუძღვნა იმ თმის ან კანის ნიღბების რეცეპტებს, რომელთაც სახლშიც დაამზადებთ ამ ზეთების გამოყენებით.. :)

   

10 მთავარი რჩევა თქვენი სილამაზისთვის


 გამარჯობა, მეგობრებო! :) გადავწყვიტე ჩემი მოღვაწეობა ამ ბლოგზე ყველაზე მარტივი და ამავდროულად მთავარი რჩევებით დამეწყო.. :)
 მოკლედ, მე დღეს მოგცემთ 10 რჩევას, რომელიც ყველა გოგონამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს..

1) სახის დაბანა
     სახე ყოველდღე დღეში ორჯერ უნდა დაიბანოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპნით, რომელიც სახის კანის ტიპის მიუხედავად გამოგიშრობთ მას. ჯობს, იყიდოთ სპეციალური სახის დასაბანი საშუალება, რომელიც ნაზად გაწმენდს ფორებს და კანსაც არ გაგიღიზიანებთ.
    ასევე არასოდეს დაიბანოთ წყალი ზედმეტად ცხელი ან ზედმეტად ცივი წყლით. მართალია, ცხელი წყალი დაბანის დროს კანის სირბილის შეგრძნებას ქმნის, მაგრამ ზედმეტად მაღალმა ან ზედმეტად დაბალმა ტეპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს კაპილარების გასკდომა.


2) მკვდარი უჯრედების მოცილება
    ეს პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია ლამაზი კანის შესანარჩუნებლად. სახის კანზე სკრაბის რეგულარულად გამოყენება მკვდარ კანს მოგაცილებთ და  დაბინძურებულ ფორებს გაგიწმენდთ, რაც კანს, თავისთავად, უფრო ნაზს გახდის.

3) დატენიანება
   დაიმახსოვრეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენი კანის ტიპს, ყველანაირ კანს სჭირდება დატენიანება. დამატენიანებელი კრემი ყოველდღე უნდა იხმაროთ და განსაკუთრებით ზამთარში, როცა სიცივე კანს ძალიან აშრობს. ამ დროს დღეში ორჯერ მაინც უნდა იხმაროთ დამატენიანებელი სახის კანისთვის და სასურველია სხულისთვისაც.

4) დაცვა მზის უარყოფითი გამოსხივებისგან
   ზაფხული მოვიდა და ალბათ უმეტესობას უკვე დაგეგმილიც აქვს, სად გაატარებს ცხელ დღეებს. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი გეგმები, ერთი რამ ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, წელს მზის სხივების მოქმედება განსაკუთრებით მავნე იქნება, თუმცა ალბათ ალბათ თქვენც, როგორც მე, ვერ შეძლებთ მზის აბაზანებზე უარის თქმას, ასე რომ, მოვიმარაგოთ მზისგან დამცავი სხვადასხვა საშუალება, რათა კანის ახალგაზრდობა დიდი ხნით შევინარჩუნოთ.


5)წყალი
  ყველაზე მთავარი და იოლო საშუალება, რაც შეგიძლიათ საკუთარი სილამაზისთვის გააკეთოთ, ეს არის ბევრი წლის სმა. წყალი არამარტო კანზე მოქმედებს დადებითად (აგლუვებს და ლამაზ ფერს აძლევს მას), არამედ ორგანიზმსაც წმენდს. თანაც ზაფხულში სრულებითაც არ გაგიჭირდებათ ამ პუნქტის შესრულება. 



6) ფორების გაწმენდა
   ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ფორების გაწმენდისთვის არის წყლის ორთქლისთვის სახის შეშვერა. ცხელი ორთქლი ფორებს გახსნის და შავი წერტილებისგანაც გაგათავისუფლებთ.


7) ძილი
  ძილი ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სახის კანისთვის. ღამეში 7-8 საათი ძილი სავსებით საკმარისია. როოცა ამაზე ნაკლები ხანი გძინავთ, კანი უფერული და უსიცოცხლო ჩანს.

8) გაუხეშებული ტუჩები 
   უხეში კანი ტუჩებზე არამარტო დისკომფორტს გვიქმნის, არამედ ძალიან არამიმზიდველადაც გამოიყურება. ამ ყველაფერს თავი რომ აარიდოთ, დილით სახის დაბანის შემდეგ სველი კბილის ჯაგრისით ტუჩებზეც გაიკეთეთ წრიული მასაჟი ან შაქრით შეასრულეთ იგივე მოქმედება სველ ტუჩებზე. შემდეგ გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი ან ზეითუნის ზეთი.
  
9) ჯანსაღი კვება
   ცხიმიანი საკვები არამარტო წონის პრობლემა გვიქმნის, არამედ სახის კანზე გამონაყარის პროვოცირებასაც ახდენს.. :( ასე რომ ამ სეზონზე მიეძალეთ ხილს და ბოსტნეულს, განსაკუთრებით A და E ვიტამინის შემველ პროდუქტებს. ეს ვიტამინები კანზეც და თმებზეც არაჩვეულებრივად მოქმედებს.

10) ვარჯიში
  რეგულარული ვარჯიში არამარტო ფორმას შეგინარჩუნებთ, არამედ ოფლის გამოყოფის დროს კანიც იწმინდება და ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმი ჟანგბადითაც ივსება.



   

Monday, June 4, 2012

პირველი პოსტი და ბლოგის მოკლე მიმოხილვა

 გამარჯობა! ეს ჩემი პირველი პოსტია და შესაბამისად ამ სფეროში გამოცდილებასაც დროსთან ერთად შევიძენ, ასე რომ, დასაწყის ეტაპზე, იმედია, მაპატიებთ ჩემს დილეტანტურ პოსტებს.. :)
 თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ გადავალ იმ თემის მიმოხილვაზე, რომლის გარშემოც იტრიალებს ჩემი ბლოგი.. :) მე მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სილამაზის და მოდის სფეროში, მივიღო თქვენი რჩევებიც და შეძლებისდაგვარად პასუხი გავცე ყველა თქვენს შეკითხვას..
                                   მაშ ასე ჩემს ბლოგს გახსნილად ვაცხადებ.. :)
                                                                                                                                XoXo..