Tuesday, July 10, 2012

ტენდენციები - გაზაფხული/ზაფხული 2012

 მართალია გაზაფხული უკვე გავიდა, მაგრამ ეს ტენდენციები ორივე სეზონზე აქტუალურია. რა უნდა ჩავიცვათ, რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ? ამ კითხვაზე პასუხს ამ პოსტში მოგახსენებთ, თუმცა ვიტყვი, რომ მოდა არის ის, რაც თქვენ გიხდებათ და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ, ახალი ტენდენციების უაზროდ ატაცება არ ღირს.. წაიკითხეთ ეს სტატია და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რომელი ტენდენციის მიმართ იქნებით შემწყნარებელი ამ ზაფხულს.. :)

1) ფერებს შორის მკვეთრი საზღვრები, ამ ტენდენციას ჰოლივუდის მრავალი მსახიობი და მომღერალი მისდევს. ისინი ერთმანეთს უხამებენ, ვარდისფერს, სტაფილოსფერს, ღია მწვანეს, ზურმუხტისფერს და ა.შ. საშუალება გაქვთ თავი მკვეთრი ფერის კაბებითა და ქვედაბოლოებით მოიწონოთ. ეს ტენდენცია შეგიძლიათ ხელჩანთებზე და აქსესუარებზეც კი გაავრცელოთ.. :)


2) "ყვავილოვანი ჯინსები" :) - ყვავილის პრინტი ძალიან აქტუალურია, მაგრამ წლევანდელი გაზაფხული/ზაფხულის ფავორიტი ტენდენცია ნამდვილად ყვავილის პრინტიანი ჯინსის შარვალია. ასეთ ჯინსს შეგიძლიათ შეუხამოთ სადა მაისური და "მყვირალა" ყელსაბამი. ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა მოსაცმელიც მოიხდინოთ, მაგ. ჯინსის.. :)


3) ნეონის ფერები - ამ ტენდენციამ არამარტო კაბებში შეაღწია, არამედ ფეხსაცმელში, აქსესუარებსა და ფრჩხილის ლაქებშიც.. :) მთავარი წესი რაც ამ ტენდენციის "დევნისას" უნდა დავიცვათ, ესაა: არასოდეს გამოეწყოთ მთლიანად ნეონის ფერებში. ელექტრიკი ისევ მოდაშია, ასე რომ ამ ტენდენციის მოყვარულებს შეგიძლიათ თამამად გამოეწყოთ "ბოლო მოდაზე" .. :))



4) მაქსი კაბები - გამოგიტყდებით, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტენდენციაა.. ჩემი აზრით, ასეთი კაბები ძალიან ნაზი, ქალური და სექსუალურია.. ასეთი კაბები შეგიძლიათ სანდლებს შეუხამოთ, გაიკეთოთ ბევრი აქსესუარი და ჯინსის ჟილეტიც მოიცვათ, რაც ამ Look-ს დასრულებულ სახეს მისცემს.. :)


5) ფერადი ჯინსები - იქნება ეს ძალიან მკვეთრი, თუ პასტელური ფერი მნიშვნელობა არ აქვს. ასეთი ტანისამოსი თქვენს გარდერობში სიხალისეს შეიტანს.. :) თანაც ასეთ ჯინსებს შეგიძლიათ ძალიან ბევრი რამ შეუხამოთ.. რას ჩაიცვამთ მასთან - თქვენს გემოვნებას მივანდოთ.. :) 


6) კაბები სხვადასხვა პრინტით - ეს ტენდენციაც დიდ თავისუფლებას გაძლევთ, აარჩიეთ თქვენთვის მოსაწონი პრინტი და ატარეთ ეს კაბა სეზონის განმავლობაში. კაბის სტილი შესაძლოა იყოს კომფორტული, ყოველდღიური, კოქტეილის და ა.შ. ასე რომ მოემზადეთ შთაბედილების მოსახდენად!


7) ფერადი ბლეიზერები - ეს ტანისამოსი თქვენს ჩაცმულობას საქმიან და დახვეწილ იერს შესძენს. შეუხამეთ ფერადი ბლეიზერები სადა ტანისამოსს და ჩათვალეთ, რომ უკვე მშვენივრად გამოიყურებით.. :) შეგიძლიათ შეუხამოთ კაბებს ან ნებისმიერი ფაქტურის ვიწრო შარვლებს.. 


 იმედია მოგეწონათ ეს ტენდენციები და გაჰყვებით კიდეც მათ.. :)) მომავალ პოსტს კი ძალიან მალე შემოგთავაზებთ.. :)


No comments:

Post a Comment