Sunday, June 17, 2012

მწვანე ჩაი - სასარგებლო თვისებები

  "უმჯობესია ჭამა აგიკრძალონ სამი დღით, ვიდრე ჩაის სმა - ერთით..." - ძველი ჩინური გამოთქმა.


 გამარჯობა! :) პირველ რიგში, ბოდიშს მოგიხდით დაგვიანებული პოსტისთვის და შემდეგ კი გეტყვით, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის წყალობით დღეს სწორედ მწვანე ჩაიზე დავწერ. ამ სასმელით მოხიბლულები ყოველთვის ვიყავით, მაგრამ მე შავი ჩაი გაცილებით მეტად მიყვარდა. ამ ბოლო დროს, ბევრგან მოვისმინე თუ წავიკითხე მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებების შესახებ (მათ შორის ჩემი მეგობრისგანაც), ამიტომ გადავწყვიტე თავადაც შემეძინა მწვანე ჩაი ჟასმინით და თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს პოსტი, რომლის ბოლოშიც ცივი ჩაის ჩემეულ რეცეპტსაც შემოგთავაზებთ.. :)
 ჩინელებმა მწვანე ჩაის სარგებლიანობის შესახებ უძველესი დროიდან იცოდნენ და მას მედიცინაშიც აქტიურად იყენებდნენ: როგორც თავის ტკივილის, ისე დეპრესიის წინააღმდეგ. ახალი მეცნიერული კვლევებიც ადასტურებენ, რომ მწვანე ჩაი სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის არაჩველებრივი საშუალებაა.

 მწვანე ჩაი და წონის კლება

  ალბათ გსმენიათ იმის შესახებ, რომ მწვანე ჩაი ხელს გვიწყობს წონაში დავიკლოთ. საინტერესოა ისიც, რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი. მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინს, მაგრამ არა ისეთი დიდი დოზით, როგორც ყავა. თუმცა ის ყავაზე მეტად გვეხმარება დავწვათ ენერგია. 
  •   მწვანე ჩაის დალევა ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ზრდის ჩვენს მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც დღის განმავლობაში მეტი კალორია იწვის.
  •   ჩვენს სხეულს ანიჭებს შესაძლებლობას ცხიმი გაცილებით სწრაფად დაწვას.
 ახლა კი მწვანე ჩაის რამდენიმე სხვა სარგებლობასაც ჩამოგითვლით:
  • ამცირებს მრავალი ფორმის კიბოს რისკს
  • კიბოს უჯრედების ზრდას უშლის ხელს
  • ამცრებს ქოლესტერინის დონეს
  • გამოიყენება, როგორც ართრიტის პრევენციის, ასევე მისი მკურნალობისთვისაც.
  • ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს
  • ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას
  • ხელს უშლის კბილების გაფუჭებას
  • ძალიან კარგია საჭმლით მოწამვლის წინააღმდეგ
  თუმცა მწვანე ჩაის ამ ყველა სიკეთის მიუხედავად, იმ ადამიანებმა, ვისაც აწუხებს გულის დაავადებები, მაღალი წნევა, თირკმლის პრობლემები, ნერვული აშლილობა, სისხლდენები, ასევე ორსულად არიან ან ახალდაბადებულ ბავშვს ბუნებრივად კვებავენ, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს მწვანე ჩაის დალევამდე.
  ასევე გასათვალისწინებელია, რომ ძალიან დიდი რაოდენობით მწვანე ჩაის დალევა, რაც იწვევს თქვენი ორგანიზმის მიერ კოფეინის დიდი დოზით მიღებას, არ შეიძლება და შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანებადობა, უძილობა, გულისცემის გახშირება და თავბრუსხვევა.

დაპირებული რეცეპტი

  ადუღეთ წყალი (სასურველია მეგობრები და ოჯახის წევრებიც გაითვალისწინოთ:)) და დააყენეთ ჩაი თქვენი გემოვნებით. მე 1,5 ლიტრზე 2 ჩაის პაკეტს ვიყენებ. ჩაასხით ფართო ჯამში, რომ შემდგომში ადვილად გაცივდეს. სანამ ცხელია, გაუკეთეთ თაფლი და ლიმონის წვენი, რომელთა დოზასაც თქვენს გემოვნებას მივანდობ.. :) დაელოდეთ გაგრილებას, შემდეგ კი ჩაასხით ბოთლში და შედგით მაცივარში. როდესაც გაცივდება ჩამოასხით ჭიქებში და დაუმატეთ ყინულის კუბიკები, რომლებსაც, კარგი იქნება, თუ იმავე ჩაისგან დაამზადებთ.
  შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ინგრედიენტი, რომელიც თქვენი აზრით ამ სასმელს მოუხდება. დაპატიჟეთ მეგობრები და ზაფხულის ცხელი დღეები ჯანსაღ სასმელთან ერთად გაიგრილეთ... :) 


1 comment:

  1. yovel dilit erti wiqa mwvane chai namdvilad mxneobas shegmatebt,tu amas sportsac sheutavsebt damijeret sauketeso mixi gamova.rac sheexeba gamagrilebel sasmels,me igi sul cota xnis win davagemovne da minda gitxrat rom zafxulis cxeli dgeeebis gatareba mastan ertad namdvilad sauketeso variantia<3<3<3

    ReplyDelete