Friday, June 8, 2012

შავი წერტილები!

  ცხვირზე შავი წერტილები თითქმის ყველა გოგონას პრობლემაა.. მტვერი და მაკიაჟი ფორებში ჯდება და აბინძურებს მათ..  როგორ მოვიცილოთ ისინი? მე შევეცდები რამდენიმე მარტივი რჩევა მოგცეთ, რომელსაც კოსმეტოლოგის გარეშე სახლშიც იოლად შეასრულებთ.. :)

სქრაბის მეთოდი


    პირველ რიგში საჭიროა ფორები წყლის ორთქლს შეუშვიროთ,რათა გახსნათ ისინი.. შემდეგ წაისვით სახის სქრაბი.. უკეთესია თუ თქვენით დაამზადებთ თაფლის და შაქრის მეშვეობით (1 ს.კ თაფლზე, 1ს.კ შაქარი). წაისვით სახეზე და კბილის ჯაგრისით გაიკეთეთ წრიული მოძრაობები.. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ცხვირის მიდამოებს.. :) 5-10 წუთი გაიჩერეთ სახეზე და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის მაგივრად შეგიძლიათ ასპირინითაც დაიმუშავოთ სახე(იხ. ასპირინის ნიღაბი)

ჟელატინი და რძე

  ფორებიდან მტვრის მოსაცილებლად ასევე ძალიან კარგი ხერხია რძის და ჟელატინის ნიღბის მომზადება.:
  1ს.კ რძე და 1 ს.კ ჟელატინის ფხვნილი აურიეთ ერთმანეთში, შედგით მიკროტალღურ ღუმელში 10 წამით, ოდნავ შეაგრილეთ და თბილი მასა წაისვით ცხვირზე, კარგი იქნება თუ ამას ფუნჯის საშუალებით იზამთ. დალოდეთ 10 წუთი და შემდეგ ნაზად აიძვრეთ კანიდან. თქვენ ნახავთ რამდენი მტვერი აყვება თან მიღებულ მასას.

კვერცხის ნიღაბი

  ეფექტი იგივე აქვს, რაც ჟელატინის და რძის ნიღაბს. თუ სახლში ჟელატინი და რძე არ აღმოგაჩნდათ, აიღეთ 1 ცალი კვერცხი და გააცალკევეთ გული და ცილა.ათქვიფეთ ორივე მათგანი. ცილას ჰაერის ბუშტუკები გაუჩნდება და მიხვდებით, რომ უკვე მზადაა.. წინასწარ სახე დაიორთქლეთ და შემდეგ წაისვით ცილა, ზემოდან კი დაიდეთ ქაღალდის ხელსახოცის 1 ძალიან თხელი ფენა. პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ სახე თმის საშრობითაც გაითბოთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ნაზად აიძრეთ ხელსახოცი. შემდეგ წაისვით კვერცხის გული, გაიჩერეთ სანამ ბოლომდე არ გაშრება და ჩამოიბანეთ. კვერცხის გული დამატენიანებელ  და მკვებავ ფუნქციას შეასრულებს.

P.S. იმედი მაქვს, ცოტათი მაინც დაგეხმარეთ .. :) დატოვეთ კომენტარები .. დროებით! :)

No comments:

Post a Comment