Tuesday, June 5, 2012

10 მთავარი რჩევა თქვენი სილამაზისთვის


 გამარჯობა, მეგობრებო! :) გადავწყვიტე ჩემი მოღვაწეობა ამ ბლოგზე ყველაზე მარტივი და ამავდროულად მთავარი რჩევებით დამეწყო.. :)
 მოკლედ, მე დღეს მოგცემთ 10 რჩევას, რომელიც ყველა გოგონამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს..

1) სახის დაბანა
     სახე ყოველდღე დღეში ორჯერ უნდა დაიბანოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპნით, რომელიც სახის კანის ტიპის მიუხედავად გამოგიშრობთ მას. ჯობს, იყიდოთ სპეციალური სახის დასაბანი საშუალება, რომელიც ნაზად გაწმენდს ფორებს და კანსაც არ გაგიღიზიანებთ.
    ასევე არასოდეს დაიბანოთ წყალი ზედმეტად ცხელი ან ზედმეტად ცივი წყლით. მართალია, ცხელი წყალი დაბანის დროს კანის სირბილის შეგრძნებას ქმნის, მაგრამ ზედმეტად მაღალმა ან ზედმეტად დაბალმა ტეპერატურამ შესაძლოა გამოიწვიოს კაპილარების გასკდომა.


2) მკვდარი უჯრედების მოცილება
    ეს პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია ლამაზი კანის შესანარჩუნებლად. სახის კანზე სკრაბის რეგულარულად გამოყენება მკვდარ კანს მოგაცილებთ და  დაბინძურებულ ფორებს გაგიწმენდთ, რაც კანს, თავისთავად, უფრო ნაზს გახდის.

3) დატენიანება
   დაიმახსოვრეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა თქვენი კანის ტიპს, ყველანაირ კანს სჭირდება დატენიანება. დამატენიანებელი კრემი ყოველდღე უნდა იხმაროთ და განსაკუთრებით ზამთარში, როცა სიცივე კანს ძალიან აშრობს. ამ დროს დღეში ორჯერ მაინც უნდა იხმაროთ დამატენიანებელი სახის კანისთვის და სასურველია სხულისთვისაც.

4) დაცვა მზის უარყოფითი გამოსხივებისგან
   ზაფხული მოვიდა და ალბათ უმეტესობას უკვე დაგეგმილიც აქვს, სად გაატარებს ცხელ დღეებს. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი გეგმები, ერთი რამ ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, წელს მზის სხივების მოქმედება განსაკუთრებით მავნე იქნება, თუმცა ალბათ ალბათ თქვენც, როგორც მე, ვერ შეძლებთ მზის აბაზანებზე უარის თქმას, ასე რომ, მოვიმარაგოთ მზისგან დამცავი სხვადასხვა საშუალება, რათა კანის ახალგაზრდობა დიდი ხნით შევინარჩუნოთ.


5)წყალი
  ყველაზე მთავარი და იოლო საშუალება, რაც შეგიძლიათ საკუთარი სილამაზისთვის გააკეთოთ, ეს არის ბევრი წლის სმა. წყალი არამარტო კანზე მოქმედებს დადებითად (აგლუვებს და ლამაზ ფერს აძლევს მას), არამედ ორგანიზმსაც წმენდს. თანაც ზაფხულში სრულებითაც არ გაგიჭირდებათ ამ პუნქტის შესრულება. 



6) ფორების გაწმენდა
   ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ფორების გაწმენდისთვის არის წყლის ორთქლისთვის სახის შეშვერა. ცხელი ორთქლი ფორებს გახსნის და შავი წერტილებისგანაც გაგათავისუფლებთ.


7) ძილი
  ძილი ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სახის კანისთვის. ღამეში 7-8 საათი ძილი სავსებით საკმარისია. როოცა ამაზე ნაკლები ხანი გძინავთ, კანი უფერული და უსიცოცხლო ჩანს.

8) გაუხეშებული ტუჩები 
   უხეში კანი ტუჩებზე არამარტო დისკომფორტს გვიქმნის, არამედ ძალიან არამიმზიდველადაც გამოიყურება. ამ ყველაფერს თავი რომ აარიდოთ, დილით სახის დაბანის შემდეგ სველი კბილის ჯაგრისით ტუჩებზეც გაიკეთეთ წრიული მასაჟი ან შაქრით შეასრულეთ იგივე მოქმედება სველ ტუჩებზე. შემდეგ გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი ან ზეითუნის ზეთი.
  
9) ჯანსაღი კვება
   ცხიმიანი საკვები არამარტო წონის პრობლემა გვიქმნის, არამედ სახის კანზე გამონაყარის პროვოცირებასაც ახდენს.. :( ასე რომ ამ სეზონზე მიეძალეთ ხილს და ბოსტნეულს, განსაკუთრებით A და E ვიტამინის შემველ პროდუქტებს. ეს ვიტამინები კანზეც და თმებზეც არაჩვეულებრივად მოქმედებს.

10) ვარჯიში
  რეგულარული ვარჯიში არამარტო ფორმას შეგინარჩუნებთ, არამედ ოფლის გამოყოფის დროს კანიც იწმინდება და ფიზიკური დატვირთვისას ორგანიზმი ჟანგბადითაც ივსება.



   

No comments:

Post a Comment