Thursday, June 28, 2012

ქართველები და ჰიგიენა

  რაც ზაფხული დადგა, მას მერე ამ პოსტის დაწერაზე ვფიქრობ და საბოლოოდ გადავწყვიტე 1-2 სიტყვა მეთქვა ზაფხულის მიერ ტრადიციულად მოტანილ სურნელებებზე, რომლებსაც თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შევგრძნობთ.

            
 "მემგონი, დროა ღრმად ჩავისუნთქოთ და შემოდგომამდე არ ამოვისნთქოთ"
"მრავალსამარშუტოტაქსგამოვლილი" ახალგაზრდას ფიქრები
 ალბათ რომელიმე თქვენგანი იტყვის ამ გაუბედურებულ და გასაცოდავებ ხალხს კიდევ კრიტიკა უნდაო? მაგრამ ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა ყველას უნდა შეგვეძლოს, სხვების დისკომფორტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარ თავს "ფუ,რა სუნი აქვს", "რა საშინლად ყარს!" "სახლში წყალი არ აქვს?" ადამიანების სიაში ვათავსებთ და ჩვენს რეპუტაციასაც  ეჭვქვეშ ვაყენებთ... 
  

  რა გვჭირდება?

 ცხელ დღეებში მინიმუმ ერთხელ გრილი შხაპის მიღება აუცილებელია, რაც თქვენი ძვირფასი დროის 10-15 წუთს წაგართმევთ.
 გოგონებო, ნუ წაისვამთ "გაგანია სიცხეში" ტონალურ კრემს ორ ფენად და მის მაგივრად ანტიპერსპერანტ-დეოდორანტი შეიძინეთ! დამიჯერეთ ვერავინ დაგკვირდებათ სახეზე თუ ხალხი 5 მეტრის რადიუსითაც ვერ გეკარებათ. ან სულაც ყველაზე იაფი საშუალება სოდა გამოიყენეთ დაბანის შემდეგ, დიდ ძალისხმევას ნამდვილად არ მოითხოვს.
 და ბოლოს, ისწავლეთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების პატივისცემა!

P.S. არ გეგონოთ მხოლოდ ხალხს ვადანაშაულებდე, დღეში 4ჯერ მიწევს სამარშუტო ტაქსით ან მეტროთი მგზავრობა, ავტობუსებში ხომ საერთოდ გაუსაძლისია ყოფნა და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ არის საკმარისი ტრანსპორტი იმისთვის, რომ ხალხმა კომფორტულად იმგზავროს და არა - უცხო ადამიანებთან ჩახუტებულმა. 
 სულ ეს იყო, ვეცადე დღეს ლაკონიური ვყოფილიყავი..:) იმედია თავი ძალიანაც არ შეგაწყინეთ.. :) სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ! იკითხეთ და შეაფასეთ ჩემი ბლოგი... :) დროებით! 


No comments:

Post a Comment