Friday, June 29, 2012

შამპანიური და სილამაზე

 რასთან ასოცირდება თქვენთვის შამპანიური? ვეცდები, გამოვიცნო: ახალ წელთან, დღესასწაულებთან და წვეულებებთან... :) ბევრმა თქვენგანმა ალბათ არც კი იცის, რომ შამპანიურს სახის კანისთვის გამწმენდი და მატონირებელი ეფექტი აქვს, თუმცა ეს ნორმალურ და ცხიმიან კანზე ვრცელდება, "მშრალკანიანებმა" კი უმჯობესია დამატენიანებელი პროცედურები ჩაიტაროთ.. :)
 შამპანიურს ცქრიალა ღვინოსაც უწოდებენ, რადგან ის მიიღება ღვინის მეორადი ფერმენტაციით კარბონაციის ეფექტის მისაღებად, გასაგები ენით რომ ვთქვათ შამპანიურის ბუშტები მასში შემავალი ნახშირორჟანგითაა გამოწვეული. ეს სასმელი ეხმარება კანის დეტოკსიკაციას და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რადგან შამპანიური თავისთავად ატარებს ყურძნის ანტიოქსიდანტურ თვისებებს. შამპანიური ასევე შეიცავს მჟავას, რომელიც კანის ფერს უფრო გამოკვეთილს და ასევე ნახშირორჟანგი ფორებს ხურავს, რაც თქვენს კანს უფრო გლუვს ხდის.
 არ შეგაშინოთ იმან, რომ შამპანიური ალკოჰოლს შეიცავს და კანს გამოგიშრობთ. ის ტონერები და გამწმენდი საშუალებები, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ დაახლოებით 20-60% ალკოჰოლს შეიცავენ, ხოლო შამპანიური მხოლოდ 14%-ს.
 მართალია, ბევრი ვისაუბრე პროცედურის შედეგებზე, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ზუსტად იცოდეთ რას მოუტანს შამპანიურით სახის გაწმენდა თქვენს კანს.

პროცედურა

 ამ პროცედურის დროს სახე უნდა გქონდეთ აუცილებლად სუფთა. დაასხით ცოტაოდენი შამპანიური პატარა ღრმა თეფშზე, მასში დაასველეთ სახის საწმენდი ბამბის ბალიში და გაიწმინდეთ სახის კანი. მიუხედავად იმისა, რომ სახე დბანილი გქონდათ, ამ პროცედურის შემდეგ ნახავთ რომ ბამბაზე დაბინძრებული ფორების კვალი იქნება დატოვებული...:)

 თქვენს კანსაც მოუწყვეთ დღესასწაული და როდესაც შამპანიურის დალევთ, ისიც გაანებივრეთ გაწმენდით და ტონირებით... :)



No comments:

Post a Comment